თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მიზანმიმართულად ავრცელებენ დეზინფორმაციას, რომ თითქოს „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ საჯარო მოხელეებისგან ხმის მიცემას მოითხოვს, იუწყება პარტიის პრესსამსახური და ამასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მიზანმიმართულად ავრცელებენ დეზინფორმაციას, რომ თითქოს „ქართული ოცნება“ საჯარო მოხელეებისგან არჩევნების მეორე ტურში საარჩევნო ბიულეტენზე „ქართული ოცნების“ კანდიდატების წინასწარ განსაზღვრული ფორმით შემოხაზვას ითხოვს“, — ნათქვამია განცხადებაში.
პრესსამსახურის განცხადებით, აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, არის დეზინფორმაცია და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
შეგახსენებთ: „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ცოტა ხნის წინ გაავრცელეს ინმფორმაცია, რომ თითქოს „ქართული ოცნება“ საჯარო მოხელეებს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მათი კანდიდატის გვარის ოთხკუთხედად შემოხაზვას ავალებს, რათა შემდეგ მათი იდენტიფიცირება გახდეს შესაძლებელი, ხოლო დავალების შემსრულებელმა პირმა სამსახური შეინარჩუნოს.