თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. მსოფლიოში ცნობილი ესპანური ბრენდის ZARA-ს ტანსაცმლის სამკერვალო ფაბრიკა შესაძლოა ოზურგეთში აშენდეს, ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ს რეგიონის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ უთხრა.
„გუშინ თურქული კომპანიის წარმომადგენელი იყო ჩამოსული და როგორც მე მითხრეს მას დავალებული ჰქონდა მოეძებნა ადგილი, სადაც ფაბრიკა აშენდება… გადაწყვეტილება 2-3 კვირაში გახდება ცნობილი“, — თქვა სალუქვაძემ.
გურიაში ფაბრიკის აშენების შემთხვევაში დასაქმდება ათასამდე ადგილობრივი მცხოვრები.
ZARA — კომპნია Inditex-ის წამყვანი სავაჭრო ქსელია, რომელიც ესპანელ მაგნატს ამანსიო ორტეგას ეკუთვნის. იგი ასევე მფლობელია ისეთი კომპანიების როგორიცაა Massimo Dutti, Pull and Bear, Oysho, Zara Home, Uterqüe, Stradivarius, Lefties и Bershka. ZARA-ს მაღაზიები გახსნილია მსოფლიოს 88 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. მისი მთავარი ოფისი ქალაქ ლა-კურნიაში მდებარეობს, სადაც 1975 წელს პირველი მაღაზია გაიხსნა.