თბილისი, 28 ოქტომბერი— Sputnik. ვილნიუსში, თბილისის განახლებულ სკვერში შაბათს „თბილისობისადმი“ მიძღვნილი დღესასწაული გაიმართება. წელს სკვერს თბილისის მერიამ საჩუქრად ურნები და დასასვენებელი სკამები გადასცა, რომლებიც განახლებულ სკვერში განთავსდა.
„თბილისობის“ ფარგლებში შესაძლებლობა იქნება, დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული სამზარეულო და ღვინო, მოისმინოთ ქართული სიმღერები და გაეცნოთ ქართულ ხელოვნებას“, — წერს ვილნიუსის მერი „ფეისბუქის“ გვერდზე.
მოსავლის ზეიმი ყოველწლიური საშემოდგომო ფესტივალი Tbilisobа-ს ფარგლებში ლიტვაში საქართველოს საელჩოსა და ვილნიუსის თვითმმართველობის ერთობლივი ძალისხმევითა ტარდება.