ტრანსგენდერი, რომელსაც სასტიკად გაუსწორდნენ, კრიტიკულ მდგომარეობაშია

© photo: Sputnik / Stringerსაავადმყოფოს პალატა
საავადმყოფოს პალატა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისელი ახალგაზრდა, რომელსაც ბეტონის ფილა ჩაარტყეს და ყელში დანა რამდენჯერმე გამოუსვეს, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. 32 წლის ტრანსგენდერის ზურაბ (ზიზი) შეყილაძის მდგომარეობა, რომელსაც 15 ოქტომბერს სასტიკად გაუსწორდნენ, კვლავ კრიტიკულად სტაბილურია. ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.

შეყილაძე ორთაჭალის ავტოსადგურის გვერდით სცემეს და დაჭრეს. ის იმავე დღეს კლინიკა New Hospitals-ში გადაიყვანეს. პოლიციამ მეორე დღეს გიორგი მურჯიკნელი დააკავა და განზრახ მკვლელობის მცდელობაში დასდო ბრალი. სასამართლომ მურჯიკნელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

„ის კვლავ მძიმე მდგომარეობაშია. ხელოვნურ სუნთქვაზეა. მდგომარეობა სტაბილურად კრიტიკულია. ის რეანიმაციულ განყოფილებაშია, გონს არ მოსულა… მას ძლიერი ორგანიზმი აქვს და იბრძვის. შეძლებს თუ არა ამ მდგომარეობიდან გამოსვლას ერთ კვირაში ან ერთ თვეში, ორგანიზმზეა დამოკიდებული“, — განუცხადა საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზიას“ კლინიკის პრეს-სამსახურის თანამშრომელმა ნათია ხაბეიშვილმა.

პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
რუსთავში დაკავებულია მამაკაცი, რომელმაც ტრანსგენდერი დაჭრა

გამოძიება ამტკიცებს, რომ ჩხუბი მურჯიკნელსა და შეყილაძეს შორის სექს-მუშაკის, ვინმე მზია თოდაშვილის გამო დაიწყო. შეყილაძე გულუას ქუჩაზე თოდაშვილის მუშაობის წინააღმდეგი იყო.
როგორც პროკურორმა ანა სიგუამ წინასწარ სასამართლო მოსმენაზე განაცხადა, მურჯიკნელმა შეყილაძეს უთხრა, თავი დაენებებინა თოდაშვილისთვის და მისთვის გულუას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე სექს-მუშაკად მუშაობის შესაძლებლობა მიეცა.

ამის გამო შეყილაძე აგრესიული გახდა, მას შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა და თავისი სასქესო ორგანო უჩვენა. ტრანსგენდერის ქმედებებმა მურჯიკნელი გაანაწყენა. გაბრაზებულმა და ნასვამმა მურჯიკნელმა შეყილაძეს თავში ბეტონის ფილა ჩაარტყა და დანა ყელში რამდენჯერმე დაარტყა. გამოძიების მსვლელობისას ცნობილი გახდა, რომ მურჯიკნელი და შეყილაძე ერთმანეთს 2011 წლიდან იცნობდნენ. ისინი ერთსა და იმავე საპატიმროში იხდიდნენ სასჯელს.

შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო
ბაია პატარაია: ტრანსგენდერის ცემის ფაქტზე ნაწილობრივ ხელისუფლებაცაა პასუხისმგებელი

პროკურატურის ვერსიას არ ეთანხმებიან ლგბტ პირების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. ისინი ამტკიცებენ, რომ საქმეს გენდერული იდენტობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაცია უნდა მიენიჭოს.

მაგრამ პროკურატურაში ამტკიცებენ, რომ მურჯიკნელმა დიდი ხანია იცოდა, რომ შეყილაძე ტრანსგენდერი იყო. შესაბამისად, გენდერული იდენტობის მოტივით ჩადენილ დანაშაულზე საუბარს აზრი არა აქვს.

გამოძიება გრძელდება. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია საქართველოს სსკ-ის მუხლით „განზრახ მკვლელობის მცდელობა“, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0