თბილისის არტ-ფესტივალზე მთელი მსოფლიოდან ასობით ბავშვი ჩამოვიდა

გამოწერა

საქართველოში ბავშვთა ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი Fiestalonia Georgia პირველად გაიმართება. იხილეთ Sputnik-ის ვიდეო.

ცნობილი ესპანური პროექტ Fiestalonia Milenio-ს ფარგლებში, თბილისში ბავშვთა ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი პირველად იმართება.

„ეს ფესტივალი, რომელიც Fiestalonia Milenio-ის მიერაა ორგანიზებული, თბილისში პირველად ტარდება. თუმცა, ჩვენ მთელ მსოფლიოში საფესტივალო საქმიანობით 10 წელზე მეტია დაკავებული ვართ, ეს, საქართველოში ჩვენი პირველი ღონისძიებაა“, — განაცხადა Sputnik-თან საუბრისას საფესტივალოს კომიტეტის პრეზიდენტმა დავით ჯაფარიძემ.

ფესტივალზე, რომელიც რამდენიმე დღე გაგრძელდება, 400-ზე მეტი მონაწილეა მოწვეული — საქართველოს, რუსეთის, უზბეკეთის, უკრაინის, ესპანეთის, ისრაელის, ინდოეთის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და სხვა ქვეყნების მუსიკალური კოლექტივები და შემსრულებლები.

ყველა ახალი ამბავი
0