თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. ლატვიურმა ავიაკომპანია AirBaltic-მა ზამთრის პერიოდში რიგიდან ხუთი ყველაზე პოპულარული მიმართულება წარმოადგინა, იუწყება სააგენტო „ავიაპორტი“, რომლის ძირითადი საქმიანობა საავიაციო დარგის შესახებ ინფორმაციაა.
AirBaltic-ი 30 ოქტომბრიდან ზამთრის სეზონს ხსნის მიმართულებების გაუმჯობესებული განრიგით ზამთარში დასასვენებლად. თბილისის გარდა რიგიდან მიმართულებების ტოპ-ხუთეულში ასევე შევიდნენ მიუნხენი, მილანი, ციურიხი და პოპრადი.
„თბილისი ამომავალი ვარსკვლავია საგურამოსა და თრიალეთის ქედებს შორის. თბილისი შესანიშნავი ქალაქია იმისთვის, რათა გაეცნოთ ქართული კულტურის სილამაზეს, სამზარეულოსა და ქვეყნის ბუნებას. ზამთრის არატრადიციული დასვენების მოყვარულებს უქმეების გასატარებლად მიესადაგება სამთო-სათხილამურო კურორტები კავკასიის მთებში“, — წერს გამოცემა.
კომპანია AirBaltic-ი თბილისში რეისებს კვირაში ორჯერ ახორციელებს. ფრენის ღირებულება, კლასიდან გამომდინარე, 100-დან 520 ევრომდე მერყეობს.
კომპანია AirBaltic-ი ბალტიისპირეთს ევროპის, დსთ-ისა და ახლო აღმოსავლეთის 50-ზე მეტ პუნქტთან აკავშირებს. კომპანია 1995 წელს დაარსდა. ავიაკომპანიის მთავარი აქციონერია ლატვიის სახელმწიფო (აქციების 80,05%). AirBaltic-ის ფლოტს 24 თვითმფრინავი აქვს: 12 Boeing 737 და 12 Bombardier Q400Next Gen.