განგებით განსაზღვრული შეხვედრა და ორი გადარჩენილი სიცოცხლე

© FB/Tim B Jonesდონ ჰერბერტი და ტიმ ჯონსი
დონ ჰერბერტი და ტიმ ჯონსი - Sputnik საქართველო
გამოწერა

იდგა 2014 წელი.

გადაწყვიტა, ცოლთან ერთად მანქანით სამოგზაუროდ წასულიყო. ერთ-ერთ ქალაქში დიდი ბაზრობა მოეწყოთ, ატრაქციონებითა და ლამაზად გაფორმებული დახლებით და წყვილიც დასასვენებლად შეჩერდა.

მაშინ ვერც ერთი ვერ წარმოიდგენდა, რომ ამ გაჩერებას სიცოცხლის ფასი ექნებოდა — ორი ადამიანის გადარჩენილი სიცოცხლისა.

ბაზრობაზე შესულ დონს იქვე, ახლოს მდებარე ეკლესიიდან გალობა შემოესმა და იქით გასწია. გვერდს ვერაფრით აუვლიდა — თავადაც მეთოდისტური ჰოსპელის მომღერალი იყო და იმიტომ.

© FB/Tim B Jonesდონ ჰერბერტი (მარცხნივ) და ტიმ ჯონსი - საუკუნო მეგობრები
დონ ჰერბერტი (მარცხნივ) და ტიმ ჯონსი - საუკუნო მეგობრები  - Sputnik საქართველო
დონ ჰერბერტი (მარცხნივ) და ტიმ ჯონსი - საუკუნო მეგობრები

ეკლესიაში ტიმ ჯონსი გაიცნო. კაცებმა საერთო ენა უცბად გამონახეს და მაშინვე დაიმატეს ერთმანეთი ფეისბუქის გვერდებზე…

ერთ დღესაც დონს ქრონიკულმა დაავადებამ შეახსენა თავი, თირკმელებმა უმტყუნა. ეს პირველი შემთხვევა არ იყო. ტიმის გაცნობამდე ექვსი თვით ადრე დონს რთული ოპერაცია გაუკეთეს — ცალი თირკმელი გადაუნერგეს. ახლა კი უკვე მეორეც საჭიროებდა ოპერაციას, დონორის მოსაძებნად კი, სულ ცოტა, 6-7 წელი მაინც იყო საჭირო. ბელინდა საშინლად ნერვიულობდა, ვეღარ უძლებდა ქმრის წამებას. ერთ დღესაც კომპიუტერს მიუჯდა, ფეისბუქ-გვერდი გახსნა და სამეგობროს თავისი სატკივარ-საწუხარი გაუზიარა — დახმარება სთხოვა.

„მინდა, რომ კაცმა, რომელიც მიყვარს, დიდხანს იცოცხლოს. მინდა, რომ მასთან ერთად დავბერდე“.

პირველი, ვინც ამ პოსტს გამოეხმაურა, ტიმი იყო. ქალს დაურეკა და დაპირდა, ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია და დონორს გაპოვნინებო.

მერე ტიმმა სამედიცინო ტესტირება გაიარა და აღმოჩნდა, რომ დონისთვის იდეალური დონორი იყო. აი, ისეთი, 200 ათასიდან ერთი რომ არის ხოლმე.

© FB/FB/Tim B Jonesდონი და ტიმი წარმატებული ოპერაციების შემდეგ
დონი და ტიმი წარმატებული ოპერაციების შემდეგ - Sputnik საქართველო
დონი და ტიმი წარმატებული ოპერაციების შემდეგ

და, მიუხედავად იმისა, რომ კაცებს ერთმანეთი სულ რაღაც ორიოდე კვირის წინ ჰყავდათ გაცნობილი, ტიმმა გადაწყვიტა, ერთი თირკმელი ახალი მეგობრისთვის მიეცა.

ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, გართულებების გარეშე და მშვიდობიანად, თუ არ ჩავთვლით იმ ფაქტს, რომ…

მოკლედ, ექიმებმა სწორედ თირკმლის გადანერგვისას აღმოაჩინეს, რომ თავად ტიმის სიცოცხლე იყო საფრთხის ქვეშ — ანევრიზმა იპოვეს, რომლის არსებობას ეჭვადაც ვერ წარმოიდგენდა კაცი და რომელიც ძალიან მალე მოუღებდა მას ბოლოს, რომ არა უანგარო და მეტად ჰუმანური ნაბიჯი ახლად შეძენილი მეგობრის გადასარჩენად!

მოკლედ, ტიმს ანევრიზმა ამოკვეთეს, დონს თირკმელი გადაუნერგეს და ყველაფერი კარგად დასრულდა.

მეგობრები უზომოდ მადლიერები არიან ბედისა, რომელმაც ისინი ერთმანეთს შეახვედრა და ორივე გადაარჩინა.

ყველა ახალი ამბავი
0