ზემო ლარსი დღეს: ყველა სახის ტრანსპორტისათვის გზა გახსნილია

© courtesy by Roads Department of Georgiaგზა საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ
გზა საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ - Sputnik საქართველო
გამოწერა
25 ოქტომბრიდან მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისათვის და ასევე ავტობუსებისთვის მოძრაობა აკრძალული იყო.

ოქტომბერი, 27 ოქტომბერი– Sputnik. საქართველო-რუსეთის საზღვრის მიმართულებით ყაზბეგი-ზემო ლარსის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია, ნათქვამია საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

25 ოქტომბრიდან მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის ავტომაგისტრალის გუდაური-კობის მონაკვეთზე თოვლისა და ლიპყინულის გამო აიკრძალა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენების გარეშე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. 

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად აღნიშნულ მონაკვეთებზე ყველა სახის ტრანსპორტისათვის მოძრაობა თავისუფალია.

ყველა ახალი ამბავი
0