სტოლტენბერგი: საქართველო ნატოსთვის ღირებული პარტნიორია

© https://www.facebook.com/NATO?fref=tsნატოს გენერალური მდივანი
ნატოს გენერალური მდივანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობა ორივე მხარის ინტერესებშია.

თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოსთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

საქართველო-ნატოს ინსტიტუციონალური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, მაშინ, როცა საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ წევრი გახდა. 

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, 2004 წლიდან საქართველოს თანამშრომლობა ნატოსთან უფრო ინტენსიური გახდა. ამჟამად საქართველო ნატოს ასპირანტი ქვეყანაა. 

„საქართველო ნატოსთვის წამყვანი და ძალიან ღირებული პარტნიორია. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საქართველოსთან ბევრი მიმართულებით“, — განაცხადა სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე, რომელსაც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი გადმოსცემდა.  

ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ თანამშრომლობა ორივე მხარის ინტერესებშია.

ნატოს შტაბ-ბინა ბრიუსელში - Sputnik საქართველო
ექსპერტი: ნატო საქართველოს ვერ დაიცავს
 

„ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან და ეს კარგია ნატოსთვის და საქართველოს უსაფრთხოებისთვის. ჩრდილოატლანტიკური საბჭო ცოტა ხნის წინ სრული შემადგენლობით იმყოფებოდა საქართველოში, გასულ წელს შედგა საქართველო-ნატოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასებების ცენტრის წარდგენა, მიმდინარე წელს დაგეგმილია ჩვენი ერთობლივი სწავლებები, ნატოს წარმომადგენლობა მუშაობს საქართველოში, საქართველო კი ნატოს ბევრ ოპერაციაში მონაწილეობს“, — თქვა სტოლტენბერგმა. 

2008 წელს ბუქარესტში გამართულ ნატოს წევრი ქვეყნების სამიტზე დაადასტურეს, რომ ალიანსის სტანდარტების შესაბამისობის შემთხვევაში საქართველო მომავალში შეძლებს გახდეს ნატოს წევრი. 

2014 წელს უელსში გამართულ სამიტზე საქართველოს ნატოს  წევრობისკენ სწრაფვის მხარდამჭერ ღონისძიებათა პაკეტი დამტკიცდა.

ყველა ახალი ამბავი
0