თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერთა ბატალიონის დაზვერვის ოცეული უელსიდან ვერცხლის მედლით დაბრუნდა, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური.
დიდ ბრიტანეთში გამართულ სწავლებაში Cambrian Patrol 2016 ქართულმა ოცეულმა 61-კილომეტრიანი დისტანცია 48 საათში დაფარა და ამ მარშრუტზე 10 სახის სადაზვერვო დავალება შეასრულა.
ქართველ სამხედროებს ჯილდო მე-6 ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ჯონ პენელმა გადასცა.
საქართველოს შეიარაღებული ძალებმა Cambrian Patrol-ში, რომელიც პირველად 1959 წელს ჩატარდა, წელს მესამედ მიიღო მონაწილეობა.
სწავლებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფთან ერთად ლატვიის, მექსიკის, ნეპალის, კანადის, იტალიის, გერმანიის, პაკისტანის, ავსტრალიის, ჩეხეთის, ახალი ზელანიის, ინდოეთის, ირლანდიის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, ბელგიის, ჩილეს, ბრაზილიის, კოსოვოსა და შვეიცარიის 140-მდე საპატრულო ჯგუფი მონაწილეობდა.
Cambrian Patrol, რომელიც წელს 14-23 ოქტომბერს გაიმართა, სადაზვერვო რაზმების ოპერატიული შესაძლებლობების გაზრდას ემსახურება.