პრემიერმა საქართველოს მოსახლეობას აფხაზური ენის დღე მიულოცა

© Sputnik / Alexander Imedashviliგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აფხაზური ენის დღის აღნიშვნის გადაწყვეტილება 2007 წელს მიიღეს.

თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყნის მოსახლეობას აფხაზური ენის დღე მიულოცა.

აფხაზეთს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება არ აკონტროლებს და მას 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიის სტატუსი აქვს მინიჭებული.

„დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე — აფხაზური ენის დღე. აფხაზური ენა, ქართულთან ერთად, აფხაზეთის ტერიტორიაზე არის სახელმწიფო ენა. მინდა მივულოცო ეს დღე არა მხოლოდ აფხაზური საზოგადოების წარმომადგენლებს, არამედ მთელ საქართველოს. ჩვენ ყველას გვჯერა, რომ მოვიშუშებთ იარებს და ყველანი ერთად ვიცხოვრებთ ერთიან, მშვიდობიან და ძლიერ ქვეყანაში“, — განაცხადა კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

2007 წელს ანტვერპენში (ბელგია) გამართულ დიასპორების წარმომადგენელთა კონგრესზე გადაწყდა, რომ აფხაზური ენის დღე ყოველწლიურად 27 ოქტომბერს იმ ქვეყნებში აღინიშნოს, სადაც აფხაზური დიასპორა ცხოვრობს.

© არქივის ფოტოანდრეი ჭოჭუას აფხაზური ანბანი
ანდრეი ჭოჭუას აფხაზური ანბანი - Sputnik საქართველო
ანდრეი ჭოჭუას აფხაზური ანბანი

აფხაზური ენა კავკასიურ ენებს მიეკუთვნება, რომლის დამწერლობაც სათავეს 1928 წლიდან იღებს. თავდაპირველად ამისთვის ლათინური, ხოლო შემდეგ ქართული ანბანი გამოიყენებოდა.
1954 წლიდან აფხაზური დამწერლობა კირილიცაზე გადავიდა.

ყველა ახალი ამბავი
0