პაატა შეშელიძე: „ლარის ნაცვლად, დოლარი შემოვიღოთ"
„ლარის გამყარება–არგამყარებას ეროვნულ ბანკს არავინ ეკითხება, ბაზარი წყვეტს, რისი ფასი უნდა გაიზარდოს და რისი — შემცირდეს", — მიაჩნია პაატა შეშელიძეს.
შეშელიძე დოლარის შემოღებაში ვერანაირ სირთულეს ვერ ხედავს, რადგან მოსახელობის უმეტესობას დანაზოგები ისედაც დოლარში აქვს და ეკონომიკის 70%-მდე დოლარიზებულია.