მამრაძე: საქართველოს ბევრად დიდ ქვეყნებზე მეტი მინისტრი ჰყავს
„დღეს საქართველოს, პრემიერის ჩათვლით, 20 მინისტრი ჰყავს, მაშინ, როდესაც ჩვენზე ბევრად დიდ ქვეყნებში მთავრობის წევრების რაოდენობა 14-ს არ აღემატება", — განაცხადა მამრაძემ.
საქართველოს ახალ მთავრობაში, რომელიც საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ ჩამოყალიბდება, შეიძლება, ცვლილებები განხორციელდეს. საკანონმდებლო ცვლილებების განსახორციელებლად კი „ქართულ ოცნებას“ მე-9 მოწვევის პარლამენტში უმრავლესობა სჭირდება.