საქართველოში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების თავდაცვის მინისტერიალი გაიმართება

© сайт SEDMსამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტრთა 2016 წლის მინისტერიალი
სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტრთა 2016 წლის მინისტერიალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო, სრულუფლებიანი მონაწილის სახით, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების თავდაცვის მინისტერიალს პირველად უმასპინძლებს.

თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს დედაქალაქში 2017 წელს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების თავდაცვის მინისტერიალი (SEDM) გაიმართება, აღნიშნულია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
შესაბამისი გადაწყვეტილება რომში, ამ ფორმატის შექმნის 20 წლისთავისადმი მიძღვნილი მინისტერიალის მსვლელობისას მიიღეს. ქართულ მხარეს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლელა ჩიქოვანი წარმოადგენდა.
მინისტერიალში, გარდა ნატოს წევრი ქვეყნებისა, ასევე მიიღებენ მონაწილეობას შვედეთისა და ფინეთის წარმომადგენლები.
საქართველო პირველად უმასპინძლებს მინისტერიალს სრულუფლებიანი მონაწილის სტატუსით.

ჯარი - Sputnik საქართველო
სპეციალური ჯგუფი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე იმუშავებს

საქართველო SEDM-ს 2013 წელს შეუერთდა და 2015 წლის ოქტომბრამდე დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობდა. 2013 წელს მინისტერიალი ბათუმში გაიმართა.
SEDM 1996 წლის მარტში ტირანაში დაარსდა. მინისტერიალის მუშაობის მთავარი მიზანია რეგიონული თანამშრომლობა და კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარება, რეგიონში თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, ასევე ისეთი კავშირების დამყარება, რომლებიც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას უწყობს ხელს.
საქართველოს გარდა მინისტერიალის მონაწილეები ამჟამად არიან ალბანეთი, ბოსნია–ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, ხორვატია, საბერძნეთი, იტალია, მონტენეგრო, რუმინეთი, სერბეთი, სლოვენია, მაკედონია, თურქეთი, უკრაინა და აშშ.
დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობს მოლდოვა.

ყველა ახალი ამბავი
0