თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. ყირგიზეთის პრეზიდენტმა ალმაზბეკ ატამბაევმა ხელი მოაწერა ბრძანებას „ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობის გადადგომის შესახებ“, იუწყება „Sputnik ყირგიზეთი“ სახელმწიფოს მეთაურის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
ბრძანების თანახმად, მთავრობა გადაყენებულია სოციალ-დემოკრატიული, „კირგიზსტანის“, „ონუგუუ-პროგრესისა“ და „ატა მეკენის“ პარტიების ფრაქციების კოალიციის დაშლის შესახებ გაკეთებული ოფიციალური განცხადების გამო.
პრემიერ-მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი, ვიცე-პრემიერი, მთავრობის წევრები, ასევე ადმინისტრაციული უწყებების ხელმძღვანელები გააგრძელებენ საკუთარი უფლებამოსილების შესრულებას, სანამ მინისტრთა კაბინეტისა და სახელმწიფო სტრუქტურების ახალი ხელმძღვანელები არ დაინიშნებიან.
კოალიცია, რომელიც 2015 წლის 2 ნოემბერს ჩამოყალიბდა, დანარჩენ პარტნიორებსა და სოციალ-დემოკრატიულ პარტიას შორის უთანხმოების გამო დაიშალა.