27 ოქტომბერი, ხუთშაბათი
დასავლეთ საქართველოს ზოგ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში კი თოვა. დღისით ძირითადად ღრუბლიანი, თუმცა უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს 17-22 მ/წმ ქარი.
• ბარში: ღამით 5-10° სითბო, დღისით — 15-20°
• მაღალ მთაში: ღამით —5-0°, დღისით 5-10 გრადუსი ნულს ზემოთ.
აღმოსავლეთ საქართველოს ზოგ რაიონში ღამით მოსალოდნელია თოვა, დღისით ძირითადად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. იქროლებს 10-15 მ/წმ სიძლიერის ქარი.
• ბარში: ღამით მინუს 3 — პლუს 2 გრადუსი, დღისით — 8-13° სითბო.
• მაღალ მთაში: მინუს 10-5°, დღისით — 0-5 გრადუსი სითბო.
თბილისში:
ღამით მოსალოდნელია მცირე თოვა და წვიმა, დღისით — ძირითადად მოღრუბლული, თუმცა უნალექო ამინდი. დაუბერავს 8-13 მ/წმ სიძლიერის ქარი.
• ღამით: 2° სითბო, დღისით კი 10 გრადუსი ნულს ზემოთ.
28 ოქტომბერი, პარასკევი
დასავლეთ საქართველოს ზოგ რაიონში მოსალოდნელია მაღალი ღრუბლიანობა და წვიმა.
• ბარში: ღამით მოსალოდნელია 7-12° სითბო, დღისით — 15-20°.
• მაღალ მთაში: ღამით +2-3 გრადუსი, დღისით კი 5-10° ნულს ზემოთ.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალ მთაში ითოვებს. დაუბერავს 10-15 მ/წმ სიძლიერის ქარი.
• ბარში: ღამით მინუს 2-დან პლუს 3 გრადუსამდე, დღისით კი 11-16° სითბო.
• მაღალ მთაში: ღამით 7-2 გრადუსი ყინვა, დღისით — 3-8 გრადუსი სითბო.
თბილისში:
მოსალოდნელია მცირე წვიმა და ღრუბლიანობა. დაუბერავს 10-15 მ/წმ სიძლიერის ქარი.
• ღამით: 2° სითბო, დღისით — 13 გრადუსი სითბო.
29 ოქტომბერი, შაბათი
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა და თოვლი. იქროლებს 10-15 მ/წმ სიძლიერის ქარი.
• ბარში: ღამით 7-12 გრადუსი სითბო, დღისით კი პლუს 10-15 გრადუსი.
• მაღალ მთაში: ღამით 0-დან 5 გრადუსამდე, დღისით კი 3-8 გრადუსი ნულს ზემოთ.
აღმოსავლეთ საქართველოში ასევე მოსალოდნელია თოვლი და წვიმა.
• ბარში: ღამით 0-დან 5 გრადუსამდე ტემპერატურა, დღისით კი 10-15 გრადუსი სითბო.
• მაღალ მთაში: ღამით მოსალოდნელია —7-დან 0 გრადუსამდე, ხოლო დღისით 1-6 გრადუსი სითბო.
თბილისი
დედაქალაქში უქმეებზე კვლავ წვიმაა მოსალოდნელი.
• ღამით: 4 გრადუსი სითბო, დღისით 13°.