თბილისი. 25 ოქტომბერი— Sputnik. ვიაჩესლავ გროზნი საფეხბურთო კლუბ თბილისის "დინამოს" ახალი მთავარი მწვრთნელი გახდა. აღნიშნული ინფორმაცია სამშაბათს კლუბის მიერ გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე გამოცხადდა.
60 წლის უკრაინელ სპეციალისტთან დადებული კონტრაქტი სამ წელზეა გათვლილი სისტემით 1+2. შეთანხმების ფინანსური მხარე ცნობილი არ არის.
"დინამოს" მწვრთნელის პოსტი ვაკანტური ერთი თვის წინ გახდა, როდესაც არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო სლოვაკი იურაი იარაბეკი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. აქამდე კლუბს დროებით ხელმძღვანელობდა იარაბეკის ასისტენტი თამაზ სამხარაძე.
თავისი პროფესიონალური კარიერის მანძილზე გროზნი მუშაობდა უკრაინის კლუბებთან ("არსენალი", "მეტალურგი"), რუსეთის კლუბებთან ("სპარტაკი", "ტერეკი") და ყაზახეთის კლუბ "ტობოლთან". მწვრთნელის ბოლო სამუშაო ადგილი იყო უკრაინული "გოვერლა" უჟგოროდიდან. სპეციალისტი იქ 2013 წლიდან მიმდინარე წლის ზაფხულამდე — კლუბის დაშლამდე მუშაობდა.
მთავარი მწვრთნელის ამპლუაში გროზნი ორჯერ უკრაინის თასის ფინალისტი გახდა (1997–"დნეპრი" და 2006–"მეტალურგი"), 1996 და 2002 წლებში უკრაინის, ხოლო 1998 წელს ბულგარეთის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.