თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა ორშაბათს ბაქოში, საბუნჩინის რაიონში, იუწყება „Sputnik–აზერბაიჯანი“ რაიონის პოლიციის სამმართველოზე დაყრდნობით.
ბაქოში, ბალახანის დასახლებაში Man-ის მარკის სატვირთო მანქანა, სახელმწიფო ნომრით 90 CS 649, რომელსაც საქართველოს მოქალაქე არიფ ნურიევი მართავდა, ავტომანქანა Hyundai Accent-ს დაეჯახა, სადაც 1978 წელს დაბადებული ლეილა სოლტან გიზიმარდანოვა და მისი 2007 წელს დაბადებული ვაჟი ისხდნენ. მსუბუქი ავტომანქანის მგზავრები ადგილზე დაიღუპნენ.
მომხდარის მიზეზებს ბაქოს პოლიცია იძიებს.