აზერბაიჯანელმა მებაჟეებმა საქართველოდან წამლის კონტრაბანდა აღკვეთეს

© photo: Sputnik / Hikmet OrhunSınıq Körpü-ის საბაჟო პუნქტი
Sınıq Körpü-ის საბაჟო პუნქტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თოვუზის რაიონში მდებარე საბაჟო საზღვარზე აზერბაიჯანის მოქალაქის ავტომობილის დათვალიერებისას 227 ფლაკონი წამალი აღმოაჩინეს.

თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. აზერბაიჯანელმა მებაჟეებმა საქართველოდან სამკურნალო პრეპარატების შეტანის მცდელობა აღკვეთეს, იუწყება „Sputnik აზერბაიჯანი“ აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით. განცხადება უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

© customs.gov.az მედიკამენტები, რომელთა გადატანასაც კონტრაბანდის გზით საქართველოდან აზერბაიჯანში ცდილობდნენ
მედიკამენტები, რომელთა გადატანასაც კონტრაბანდის გზით საქართველოდან აზერბაიჯანში ცდილობდნენ - Sputnik საქართველო
მედიკამენტები, რომელთა გადატანასაც კონტრაბანდის გზით საქართველოდან აზერბაიჯანში ცდილობდნენ

აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა თოვუზის რაიონის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე („ჩატეხილი ხიდი“) გააჩერეს ავტომობილი, რომელსაც აზერბაიჯანის მოქალაქე მართავდა. ავტომობილის დათვალიერებისას მებაჟეებმა სამალავებში აღმოაჩინეს 20 ფლაკონი Calcium folinate, 9 ფლაკონი Cytosar, 6 ფლაკონი Docetaxel AqVid, 20 ფლაკონი Gemcitabin, 98 ფლაკონი Ciklofosfan, 9 ფლაკონი Docetaxel Accord, 30 ფლაკონი Oxaliplatin, 30 ფლაკონი Oncosid და Oncofluor-ის 6 შეფუთვა.

კონტრაბანდის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

ყველა ახალი ამბავი
0