თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. ევროკავშირის სტრუქტურებისა და ინსტიტუტების წარმომადგენლები თვითმფრინავის ბორტზე არ იმყოფებოდნენ, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახურზე (ЕВС) დაყრდნობით.
„მალტაში მცირე ზომის თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ევროკავშირის წარმომადგენლები ბორტზე არ იმყოფებოდნენ. გარდა ამისა, თვითმფრინავს ევროკავშირის საქმიანობასთან რაიმე სახის კავშირი არ ჰქონდა“, — ნათქვამია ЕВС-ს კომუნიკეში.
დოკუმენტში ასევე გამოხატულია მწუხარება დაღუპულთა ოჯახებისა და ახლობლებისადმი.
ევროკავშირის დიპლომატიური სამსახური აღნიშნავს, რომ ევროპული დიპლომატიის მეთაური ფედერიკა მოგერინი მალტის ხელისუფლებასთან კონტაქტზე იმყოფება და მიმდინარე მოვლენებს თვალს ადევნებს.
No #EU officials involved in plane crash in #Malta. The flight was not related to any of the EU activities
— Federica Mogherini (@FedericaMog) 24 октября 2016 г.
მსუბუქძრავიანმა თვითმფრინავმა Metroliner-მა, რომელსაც ლიბიის მისრატის მიმართულებით უნდა განეხორციელებინა ფრენა, მალტის აეროპორტში, აფრენიდან რამდენიმე წუთში კატასტროფა განიცადა. ადრე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თვითმფრინავის ბორტზე შეიძლება იმყოფებოდნენ ევროკავშირის სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლები.