Sputnik-ის მკითხველთა უმეტესობას წვიმიანი ამინდი ცუდ გუნებაზე აყენებს

გამოწერა
საქართველოში ერთი კვირაა ცივი, მოღრუბლული და წვიმიანი ამინდია. Sputnik-მა მკითხველებს დაუსვა კითხვა - „რამდენად მოქმედებს თქვენზე წვიმიანი ამინდი?"

თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. Sputnik-ის გამოკითხვის შედეგებით, მკითხველთა უმეტესობას წვიმა ცუდ გუნებაზე აყენებს.

კითხვაზე, „რამდენად მოქმედებს თქვენზე წვიმიანი ამინდი?“ გამოკითხულთა 42,9%-მა უპასუხა, რომ მათ წვიმა ცუდ გუნებაზე აყენებს. წვიმიან ამინდში კომფორტულად გრძნობს თავს გამოკითხვაში მონაწილეთა 23,8%, ხოლო 19%-სთვის მთავარია ოჯახში თბილი გარემო სუფევდეს.

Sputnik-ის გამოკითხვაში მონაწილეთა 9,5%-ს მზისა და სითბოს გარეშე ცხოვრება არ შეუძლია.  წვიმიან ამინდში დაძინების სურვილი უჩნდება გამოკითხულთა 4,8%-ს.

ყველა ახალი ამბავი
0