ვისაც ბუნება უყვარს - მას მუზაც სწყალობს
„ზოგი ამბობს, ოჯახს რომ ვერ მოვეკიდე, იმის ბრალია, რომ ტყე-ღრეში შემომაღამდა…“, განაცხადა Sputnik-თან საუბარში გენადი ლიჩელმა.
გენადი ლიჩელი ქართველებსა და რუსულენოვან ტურისტებს ემსახურება. ბატონმა გენადიმ დღეს უკვე პროფესიად ქცეული საქმე, წლების წინ, სტუდენტობიდან, ექსკურსიებითა და ლაშქრობებით დაიწყო.