გივი თარგამაძე: სანდრა რულოვსის გადაწყვეტილება მეორე ტურის კამპანიას აზიანებს

© Sputnik / Alexander Imedashviliგივი თარგამაძე
გივი თარგამაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქალბატონი სანდრას გადაწყვეტილება არის მიუღებელი და ის აზიანებს მეორე ტურების კამპანიას... ამომრჩევლის დაცვა არის... ბრძოლაში მის გვერდით დგომა, გაძლიერება და მასთან ერთად გამარჯვების მიღწევა, განაცხადა თარგამაძემ.

თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთი ლიდერი გივი თარგამაძე მიიჩნევს, რომ სანდრა რულოვსის გადაწყვეტილება მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის შესახებ, მიუღებელია და ის მეორე ტურების კამპანიას აზიანებს. ამის შესახებ გივი თარგამაძემ ტელეკომპანია „რუსთავი2“–ის ეთერში განაცხადა.

ზუგდიდის რაიონში „ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა არჩევნებს უსამართლო უწოდა და  მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

სანდრა რულოვსი - Sputnik საქართველო
სანდრა რულოვსი არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს აცხადებს

„ქალბატონი სანდრას გადაწყვეტილება არის მიუღებელი და ის აზიანებს მეორე ტურების კამპანიას… ამომრჩევლის დაცვა არის… ბრძოლაში მის გვერდით დგომა, გაძლიერება და მასთან ერთად გამარჯვების მიღწევა. ამიტომ ჩვენ ვიბრძოლებთ მეორე ტურში… ვიბრძოლებთ ყველგან“, – განაცხადა გივი თარგამაძემ.

ენმ–ის კიდევ ერთ–ერთი ლიდერი სერგო რატიანი რულოვსის ამ გადაწყვეტილებას „სამწუხაროს“ უწოდებს. 

„ის გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება ქალბატონი სანდრა რულოვსის გადაწყვეტილებას, ვფიქრობ, რომ მეორე ტურის წინ არის სამწუხარო და გარკვეულწილად, დამაზიანებელი“, – განაცხადა სერგო რატიანმა და დასძინა, რომ პარტია ბრძოლას გააგრძელებს.

პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება რულოვსს პოლიტსაბჭოსთან არ შეუთანხმებია. 

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.  მეორე ტური 73-დან 50 ერთმანდატიან ოლქში შედგება, სადაც ვერცერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო ხმების 50%-ზე მეტის მოგროვება. 

 

ყველა ახალი ამბავი
0