თბილისის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე თბილისის მოდის კვირეული გაიხსნა, რომელზეც ქართველმა დიზაინერებმა გაზაფხული/ზაფხულის კოლექციიდან საკუთარი ნამუშევრები წარმოადგინეს.
ჩვენებაზე მისულ ნებისმიერ დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა არამარტო დაეთვალიერებინა კოლექცია, არამედ სურვილის ემთხვევაში შეეძინა კიდეც.
დეფილემ სტუმრებისა და დამთვალიერებლების დიდი ყურადღება დაიმსახურა, რომლებსაც შესაძლებლობა ჰქონდათ ეხილათ არამარტო ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი ტანისამოსი, არამედ აქსესუარებიც.
ჩვენებაზე წარმოდგენილი ნამუშევრებიდან, უმეტესობა, ქალებისთვის იყო განკუთვნილი.

ჩვენება 20 წუთის განმავლობაში გაგრძელდა - სტუმრებს მოდელებმა სხვადასხვა კაბები წარმოუდგინეს.

მოდის დღესასწაულს არაერთი სტუმარი სმარტფონით იღებდა.

ქართულმა მოდის სახლებმა არამარტო ტანსაცმელი, არამედ ფეხსაცმელი და აქსესუარები წარმოადგინეს.

ქართველი დიზაინერები შავ ფერს არ ღალატობენ.

სხვადასხვა კოლექციაში ღია და მკვეთრი ფერები უხვად იყო გამოყენებული.

მოდის კვირეულის გახსნას მრავალი ფოტოგრაფი, ბლოგერი და საერთაშორისო გამოცემების წარმომადგენელი დაესწრო.

ერთ-ერთი ქართველი დიზაინერის კოლექციის ჩვენება.

ახალგაზრდა მამაკაცი მოდის კვირეულზე წარმოდგენილ კოლექციას ათვალიერებს.

მოდის კვირეულზე ქალის ხელნაკეთი ჩანთებიც იყო წარმოდგენილი.

პოდიუმზე გასვლის წინ მოდელი კაბას ირგებს.

Tbilisi Fashion Week-ის შოუ-რუმის გახსნაზე ნებისმიერ მსურველს შეეძლო სასურველი ნივთის შეძენა.

ქართველი დიზაინერის მიერ შექმნილი აქსესუარები.

სავაჭრო ცენტრის ჰოლი სტუმრებით სავსეა, რომლებიც ქართველი დიზაინერების ნამუშევრებს ათვალიერებენ.