მსოფლიო და ქართული ფოლკლორი ერთ სცენაზე
„ჩვენ ვართ ამ სიმპოზიუმის თანაორგანიზატორი. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი სიმპოზიუმი თბილისში უკვე მერვედ იმართება და როგორც ყოველთვის საინტერესო პროგრამითაა დატვირთული“, — განაცხადა Sputnik-თან ინტერვიუში საქართველოს ფოლკლორის სახელწიფო ცენტრის წარმომადგენელი გივი აბესაძე.
თბილისში ჩატარებულ სიმპოზიუმზე მსოფლიოს 22 ქვეყნიდან ჩამოსულმა 49 მეცნიერმა მიიღო მონაწილეობა. სიმპოზიუმის ფარგლებში ჩატარებული მრავალხმიანობის კონცერტზე ქართული და უცხოური ფოლკლორის შემსრულებელი კოლექტივები გამოვიდნენ, მათ შორის საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მომღერალი ოჯახებიც იყო.