თავგადასავლების მოყვარული, ანუ როგორ გაიყვანა ღამით სწორ გზაზე ჩიტმა ორი გიდი

© FB/Genadi Licheliგენადი ლიჩელი
გენადი ლიჩელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფილოლოგი, პოეტი, ექსკურსიამძღოლი და აღმოსავლური ორთაბრძოლების მიმდევარი - გაიცანით გენადი ლიჩელი.

ყველაფერი სტუდენტობის დროინდელი ექსკურსიებითა და ლაშქრობებით დაიწყო. მოგზაურობისა და თავგადასავლების სიყვარულმა მეორე პროფესია შესძინა. კარგა ხანი, მსურველებს უფასოდ ემსახურებოდა. მერე გამოცდილება პროფესიონალიზმში გადაიზარდა და მას ტურისტული ფირმებიც დაუკავშირდნენ. დღეს საქართველოს ფარგლებში მის მიერ ორგანიზებულ სამოგზაურო ტურებში მონაწილეობის მსურველებს შორის როგორც ქართველები, ასევე უცხოელებიც არიან. იგი საქართველოში ტურისტული ბიზნესის განვითარების საინტერესო პროექტების ავტორიცაა. 

- გენადი, მაინტერესებს, ყველაზე ხშირად ქართველები ტურის მოწყობას რა ადგილას გთხოვენ?

— ქართველები ტურებს თითქმის ყველგან მთხოვენ, მაგრამ გამორჩეულად მაინც ტაო- კლარჯეთში წაყვანას ითხოვენ. ისე, ძირითადად მაინც უფრო მთა უყვართ.

© FB/Genadi Licheliფილოლოგი, პოეტი და აღმოსავლური ორთაბრძოლების ოსტატი - სანთლით რომ ეძებოთ სად იპოვით ასეთ ექსკურსიამძღოლს!
ფილოლოგი, პოეტი და აღმოსავლური ორთაბრძოლების ოსტატი - სანთლით რომ ეძებოთ სად იპოვით ასეთ ექსკურსიამძღოლს! - Sputnik საქართველო
ფილოლოგი, პოეტი და აღმოსავლური ორთაბრძოლების ოსტატი - სანთლით რომ ეძებოთ სად იპოვით ასეთ ექსკურსიამძღოლს!

-დაახლოებით მაინც შეგიძლიათ მითხრათ იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც საქართველო გააცანით?

— აუ, მაგას რა დათვლის?— უამრავს! უკვე წლებია ასე დავდივარ და ხალხი დამყავს. მათ შორის სხვადასხვა კატეგორიაა: სტუდენტებიდან დაწყებული, პროფესორებით დამთავრებული. ამ ბოლო დროს მათ შორის რუსულენოვანი ტურისტებიც არიან. ყველა შემთხვევაში ჩემს საქმეს დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები, დამოუკიდებლად ავითვისე ხელოვნებათმცოდნეობის გარკვეული საკითხები, გავეცანი ხატწერის ისტორიას, სხვადასხვა ადგილების კულტურულ- ისტორიულ მნიშვნელობას და დღეს უკვე ამ ცოდნით შეიარაღებული ადამიანებს საინტერესო და დასამახსოვრებელ მოგზაურობას ვთავაზობ. უცხოელებიდან უფრო რუსულენოვან ტურისტებს ვემსახურები, რომელთაც საქართველოში ყველაფერი მოსწონთ. ვცდილობ მათი პროფესიული ცნობისმოყვარეობაც დავაკმაყოფილო. მახსენდება როცა ბალტიისპირელები იყვნენ ჩამოსული, მათთვის 6 დღიანი სპეციალური ტური შევადგინე და მთელი საქართველო შემოვატარე. მათ შორს იყვნენ ფერმებიც, რომლებსაც ქართველი კოლეგა ფერმერები გავაცანი და ქართული სოფლის ტრადიციებზეც ბევრი ინფორმაცია მივაწოდე. ყოველთვის ვცდილობ, ჩემი ყოველი ტურის შემდეგ საქართველოზე შეყვარებული ტურისტების რაოდენობა სულ მცირე, ერთი ადამიანით მაინც გავზარდო…

© FB/Genadi Licheliგენადი ლიჩელი: ყოველთვის ვცდილობ, ჩემი ყოველი ტურის შემდეგ საქართველოზე შეყვარებული ტურისტების რაოდენობა სულ მცირე, ერთი ადამიანით მაინც გავზარდო...
გენადი ლიჩელი: ყოველთვის ვცდილობ, ჩემი ყოველი ტურის შემდეგ საქართველოზე შეყვარებული ტურისტების რაოდენობა სულ მცირე, ერთი ადამიანით მაინც გავზარდო... - Sputnik საქართველო
გენადი ლიჩელი: ყოველთვის ვცდილობ, ჩემი ყოველი ტურის შემდეგ საქართველოზე შეყვარებული ტურისტების რაოდენობა სულ მცირე, ერთი ადამიანით მაინც გავზარდო...

-გენადი, ტურისტულ სფეროში რაიმე პროექტებზე ხომ არ გიმუშავიათ? 

— დიახ, შარშანწინ მე და ჩემმა მეგობარმა, დათო კიკოლაშვილმა მოვამზადეთ საქართველოში ტურისტული ბიზნესის განვითარების, ჩემი აზრით საინტერესო პროგრამები, რომელიც დაფინანსებისთვის სოროსის ფონდში მივიტანეთ. ჩვენი პროგრამა პირველ ადგილზე გავიდა, ასეთი სიტუაცია ორჯერ იყო, მაგრამ სამწუხაროდ არც ერთხელ არ დაგვაფინანსეს…

- მახსოვს, სპორტსმენიც იყავით — კარატესთან კავშირი გაწყვიტეთ?

— სპორტის ოსტატობის კანდიდატი ვიყავი შოტოკან კარატე-დოში, რასაც თავი დავანებე და  არაოფიციალურად სხვა მიმართულების სკოლაში დავიწყე ვარჯიში. არის ასეთი ჩინური სკოლა, რომელსაც „გრძელი მუშტი“ ჰქვია. ჩვენთან ამ სახეობაში შეჯიბრებები არ იმართება და ამიტომ  ოფიციალურად არანაირი წოდება არ მიმიღია. თანაც ამ სკოლის ფედერაცია საქართველოში არც არსებობს. 

© გ. ლიჩელისპორტის ოსტატობის კანდიდატი შოტოკან კარატე-დოში, "გრძელი მუშტის" ოსტატი გენადი ლიჩელი.
სპორტის ოსტატობის კანდიდატი  შოტოკან კარატე-დოში, გრძელი მუშტის ოსტატი გენადი ლიჩელი. - Sputnik საქართველო
სპორტის ოსტატობის კანდიდატი შოტოკან კარატე-დოში, "გრძელი მუშტის" ოსტატი გენადი ლიჩელი.

- რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ტურების შემდეგ ბუნება არ ზარალდება, ასეა თუ ვცდები?…

— თუ დამიჯერებთ, არც ერთხელ ჩვენს შემდეგ ნაგავი არ დაგვიტოვებია. ასეთი შემთხვევაც მახსენდება: შარშანწინ ულუმბოში ვიყავით, იქ მდინარე ჭერათხევი ჩამოდის და იმ მდინარესთან, ტყეში კარავი გავშალეთ. ღამე იქ გავათენეთ, მეორე დილას ადგილის დასუფთავება, ნარჩენების შეგროვება და მათი კოცონზე დაწვა დავიწყე. იქვე თურმე გარემოს დაცვის ინსპექციიდან იყო ერთი კაცი ამოსული და ჩუმად მაკვირდებოდა. თავიდან ვერ შევამჩნიე, მერე მომიახლოვდა და მეუბნება: ახლა შენ ნამდვილად იმსახურებ ჩემს გამო პრემია რომ აიღო, მაგრამ აბა, როგორო? ასეთი რამ ბევრჯერ გაგვიკეთებია: ტომრებით სხვისი ნაგავიც კი გამიტანია. 

-გენადი, ცნობილია, რომ გზაში მყოფ ადამიანი ძალაუნებურად თავგადასავლებში ეხვევა და ბევრი აუხსნელი ამბის მოწმეც ხდებაო. რაიმე ამგვარი ხომ არ გახსენდებათ?

— ერთხელ მე სიღნაღიდან ჩამოვდიოდით. დაბლა ტყიანი ადგილია, სადაც სამი ეკლესიაა, ერთმანეთისგან ასი მეტრით დაშორებული. მაშინ მე და ჩემი სტუდენტობის დროინდელი მეგობარი, დათო კიკოლაშვილი ლაშქრობაში ვიყავით. ბარგი შუა ეკლესიაში დავტოვეთ.  მერე სოფელ მაშნაარში ჩამოვედით, რომ საგზალი გვეყიდა. იქ კახელები გაგვიმასპინძლდნენ და ამასობაში შემოგვაღამდა კიდეც. უკან რომ დავბრუნდით, ტყეში შევედით. იქ ბილიკები ორად იყოფოდა. სანამ იმ ეკლესიას მივადგებოდით, სადაც ბარგი დავტოვეთ, მივხვდით, რომ კიდევ ბევრი დრო გავიდოდა. დათოს ვეუბნები ახლა ალბათ ცოტას ვიწვალებთ თქო. ამ დროს  ბილიკიდან, ჩემგან ძალიან ახლოს ჩიტი გადაფრინდა და ორი მეტრის წინ დაჯდა, მივუახლოვდი, კიდევ აფრინდა და ისევ ორი მეტრის წინ დაჯდა. ეს ამბავი რაღაც უცნაურად მომეჩვენა და მეგობარს ვუთხარი: მოდი, ამ ჩიტს გავყვეთ თქო. ჩიტმა ისევ იგივე გაიმეორა: აფრინდა და მერე ისევ დაჯდა. თითქოს ჩვენ გველოდებოდა და გვეუბნებოდა: უკან მომყევითო. ბილიკი ორად იყოფოდა. ჩიტმა მარჯვენა ბილიკზე დაჯდა… მერე კიდევ ერთი გადახვევა გააკეთა და ამჯერად მარცხნივ გადაფრინდა. შეიძლება ითქვას, რომ წინ ისე მიგვიძღვოდა, რომ დაგვენახა. უცებ შევამჩნიეთ, რომ ზედ იმ ეკლესიას მიგვაყენა, სადაც ბარგი დავტოვეთ. მერე უცებ სად გაქრა, ვერ დავინახეთ… მოკლედ სასწაული იყო, აბა, რაა? ღამე ჩიტმა გზა გაგვიკვალა. თან ღამე ჩიტი?— ესეც თავისთავად უცნაური და აუხსნელი ფაქტი იყო… ასეთი აუხსნელი ამბები ბევრია იმ ადამიანის ცხოვრებაში ვისაც ბუნება უყვარს და უფლისაც სჯერა..

 

ყველა ახალი ამბავი
0