გაერომ სირიის ხელისუფლებას ქიმიური იარაღის გამოყენებაში დასდო ბრალი

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiyალეპო ბოევიკების ერთ–ერთი შეტევის შემდეგ
ალეპო ბოევიკების ერთ–ერთი შეტევის შემდეგ - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაერომ და ქიმიური იარაღის აკრძალვიის ორგანიზაციამ სირიის მთავრობა საკუთარ ტერიტორიაზე კიდევ ერთ ქიმიურ შეტევაზე პასუხისმგებლად აღიარეს.

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. გაეროსა და ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ერთობლივმა მექანიზმმა სირიაში საომარი მიზნით ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შემთხვევებზე გამოძიების ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, სირიის ხელისუფლებამ იდლიბის პროვინციაში ტოქსიკური აირი გამოიყენა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო „როიტერზე“ დაყრდნობით. 

ბოევიკების შეტევა ალეპოს ერთ-ერთ კვარტალზე - Sputnik საქართველო
სირიაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების მიმოხილვა — უკანასკნელი ცნობები

ანგარიშის ტექსტში, რომელიც სააგენტოს ხელში მოხვდა, აღნიშნულია, რომ შეტევა პროვინციის ჩრდილოეთ ნაწილში 2015 წლის 16 მარტს განხორციელდა.

ასევე, ანგარიშში ნათქვამია, რომ სირიის სამხედრო–საჰაერო ძალები იყენებდნენ ვერტმფრენებს „კასრის ბომბების“ ჩასაგდებად,  რომლებიც მომწამვლელ გაზ ქლორინს გამოყოფდა. 

უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ორგანიზაციებმა გამოძიების შედეგებით სირიის ხელისუფლება შესწავლილი ცხრა ქიმიური შეტევიდან პასუხისმგებლად ორ შემთხვევაში აღიარეს. ერთ–ერთი შეტევა ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოზე“ განხორციელდა.  


ყველა ახალი ამბავი
0