ღამე Young Georgian Lolitaz-თან
როდის: 21 ოქტომბერი, 20:00
სად: Paprika (იერუსალიმის 1)
დაწვრილებით: https://www.facebook.com/events/650451521794997/
ღამე ერთ-ერთ ცნობილ ქართულ როკ-ჯგუფთან — ნიკა კოჩაროვი და Young Georgian Lolitaz შეგიძლიათ გაატაროთ პარასკევს — შესანიშნავი Rock N Roll გარანტირებულია!
პოეტის ისტორია სხეულის ენით
როდის: 21 ოქტომბერი, 19:00
სად: პანტომიმის თეატრი
დაწვრილებით: https://www.facebook.com/events/1005282189601112/
პანტომიმის თეატრში სხეულის ენითა და პლასტიკით ქართველი პოეტის ტერენტი გრანელის ისტორია გაცოცხლდება. ამჯერად ლექსების კრებულის Memento mori ავტორი მაყურებლის წინაშე მოძრაობით წარდგება. რეჟისურა ქართული პანტომიმის პიონერს ამირან შალიკაშვილს ეკუთვნის.
Океан Ельзи თბილისში
როდის: 22 ოქტომბერი, 19:00
სად: სპორტის სასახლე
დაწვრილებით: https://www.facebook.com/events/1605286906452791/
სვიატოსლავ ვაკარჩუკი საქართველოშია! Океан Ельзи-ს („ელზას ოკეანე“) ფანატებმა ეს არ უნდა გამოტოვონ, მით უმეტეს, რომ პოპულარული უკრაინული ჯგუფი ძველ ჰიტებთან ერთად თბილისში ბოლო, მეცხრე სტუდიური ალბომის ჰიტებსაც შეასრულებს. გამოსვლა ფირფიტის მხარდასაჭერად მსოფლიო ტურნეს ფარგლებში გაიმართება.
დოსტოევსკის ერთ-ერთი საუკეთესო რომანის გახსენება
როდის: 22 ოქტომბერი, 20:00 საათი
სად: anticafe "Corner"
დაწვრილებით: https://www.facebook.com/events/1364651050226708/
რუსული ლიტერატურისა და, განსაკუთრებით, ფიოდორ დოსტოევსკის მოყვარულებს რომან „ეშმაკნის“ კითხვისა და განხილვის საღამოზე იწვევენ. ეს დოსტოევსკის ერთ-ერთი ყველაზე პოლიტიზებული რომანია. წიგნის სიუჟეტს საფუძვლად დაედო სტუდენტ ივან ივანოვის მკვლელობის საქმე, რამაც საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. მკვლელობა სერგეი ნეჩიაევმა ჩაიფიქრა, რათა რევოლუციურ-ტერორისტულ წრეში საკუთარი ძალაუფლება განემტკიცებინა.
მოუწყვეთ თავს ბლუზის საღამო
როდის: 22 ოქტომბერი, 20:00
სად: Tbilisi Event Hall
დაწვრილებით: https://www.facebook.com/events/1605286906452791/
მოუწყვეთ თავს დაუვიწყარი საღამო შაბათს ცნობილ ჯგუფ Koka & T.Bluese Mob-თან და ჯგუფის მეგობრებთან ერთად ევროპული ქვეყნებიდან. თქვენ მოისმენთ ბლუზის კომპოზიციებს ბლუზ-ბენდის ცოცხალი შესრულებით ინგლისურ ენაზე, ასევე სიმღერებს როკისა და სოულის სტილში. კონცერტი გაიმართება კოკა ცქიტიშვილისა და თბილისის მერიის პროექტის Blues Summit ფარგლებში, რომლის მიზანია საქართველოში ბლუზის პოპულარიზება.
პარიზელი დიჯეი თბილისში
როდის: 22 ოქტომბერი, 20:00
სად: Tbilisi Event Hall
დაწვრილებით: https://www.facebook.com/events/1653406894988467/
პარიზელი ტექნო-დიჯეისა და პროდიუსერ Gesaffelstein-ის, იგივე მაიკ ლევის მუსიკის თანხლებით ცეკვა შესაძლებელია ელექტრონული მუსიკის ფესტივალ GEM Fest-ზე. Gesaffelstein ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და პერსპექტიული ფრანგი შემსრულებელია. სოლო კარიერის გარდა ბოლო დროს დიჯეი თანამშრომლობს ისეთ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან: Lana Del Rey, Kanye West, Daft Punk და სხვები.
თანამედროვე დოკუმენტური ფილმი
როდის: 21, 22 ოქტომბერი
სად: კინოთეატრები „ამირანი“, „რუსთაველი“, Frontline Club და გოეთეს ინსტიტუტი
დაწვრილებით: http://www.cinedoc-tbilisi.com/wp-content/uploads/2016/10/CINEDOC-PROGRAM.pdf
დოკუმენტური კინოს საერთაშორისო ფესტივალი CineDOC-Tbilisi მსოფლიო დოკუმენტალისტებს თბილისში მეოთხედ შეკრებს. CineDOC-Tbilisi — სამხრეთ კავკასიაში პირველი საერთაშორისო ფესტივალია, რომელიც დოკუმენტური კინოს პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. წელს წარმოდგენილი იქნება რუსეთის, ევროპის, სამხრეთ კავკასიის, აშშ-ის, ინდოეთის, უკრაინისა და ისრაელის დოკუმენტური ფილმები. ეს იქნება ფილმები ადამიანის უფლებებზე, უმცირესობების პრობლემებზე, გენდერული თანასწორობისა და სამოქალაქო აქტივობის შესახებ.
რობერტ სტურუას სპექტაკლი
როდის: 23 ოქტომბერი, 19:00
სად: რუსთაველის თეატრი
დაწვრილებით: https://www.facebook.com/events/1714104938913734/
ლეგენდარული რეჟისორის რობერტ სტურუას სპექტაკლის ნახვა შესაძლებელია შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სცენაზე. იქ კვირას წარმოადგენენ ბერტოლდ ბრეხტის „დაკანონებულ უკანონობას“. სპექტაკლში ჟღერს ბახის, ბეთჰოვენის, მოცარტის, ვერდის, ვაგნერის, შოპენის, ლისტისა და შუბერტის მუსიკა.
რაზე ვლაპარაკობ, როცა სირბილზე ვლაპარაკობ…
როდის: 23 ოქტომბერი, 10:00
სად: თბილისის ცენტრალური ქუჩები
დაწვრილებით: https://www.tbilisimarathon.ge
თუ სირბილი გიყვართ, მიიღეთ მონაწილეობა ტრადიციულ საქველმოქმედო „თბილისი-მარათონში“, რომელიც უკვე მეხუთედ შეკრებს დედაქალაქში სტუმრებს სხვადასხვა ქვეყნიდან, დიპლომატიური კორპუსის, სამთავრობო და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს. ყველა მსურველი რეგისტრაციის დროს მცირე თანხას იხდის, შემდეგ ორგანიზატორები შემოსულ თანხას აორმაგებენ და საქველმოქმედო მიზნებისთვის იყენებენ. წელს შეგროვილი თანხა მოხმარდება ბავშვთა ჰოსპისს „ბავშვების პალიატიური მოვლა სახლში“. არ გამოტოვოთ!
SPUTNIK-ი სასიამოვნო უქმეებს გისურვებთ!