თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. სუმოში ევროპის ჩემპიონატი U-21, U-23 ასაკობრივ კატეგორიებში და მოზრდილებში მომავალ წელს თბილისში გაიმართება.
გადაწყვეტილება ამის შესახებ ბრანდერბურგში გამართულ სუმოს ევროპული ფედერაციების კონგრესზე მიიღეს. ტურნირის გამართვის პრეტენდენტი ორი ქალაქი იყო: თბილისი და ბუდაპეშტი.
კენჭისყრაში გამარჯვება თბილისს ხვდა წილად (17 ხმით ერთის წინააღმდეგ), რომელმაც მთავარი ტურნირის ჩატარების უფლება მიიღო. რაც შეეხება ბუდაპეშტს, ის საკონტინენტო ჩემპიონატს უმასპინძლებს U-14, U-16 და U-18 ასაკობრივ კატეგორიებში.
თბილისში ევროპის ჩემპიონატი 2017 წლის 21-24 აპრილს გაიმართება.