შეეხეთ ელვას - თბილისში სახალისო მეცნიერებათა მუზეუმი გაიხსნა

© Sputnik / Denis Aslanovექსპერიმენტარიუმი
ექსპერიმენტარიუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში პირველი სახალისო მეცნიერებათა მუზეუმი - „ექსპერიმენტორიუმი“ გაიხსნა.

უსასრულო დერეფანი და ჭა, კოსმონავტის ტრენაჟორი, მირაჟის ეფექტი და ნამდვილი ელვა, რომელსაც შესაძლოა მისწვდე და ცოტათი იგრძნი კიდეც — ეს ყველაფერი შეგიძლიათ თბილისში ახალ მუზეუმში „ექსპერიმენტორიუმში“ იხილოთ.

© Sputnik / Denis Aslanovჰიროსკოპი ექსპერიმენტორიუმში
ჰიროსკოპი ექსპერიმენტორიუმში - Sputnik საქართველო
ჰიროსკოპი ექსპერიმენტორიუმში
 

Sputnik-ის გადამღები ჯგუფი მუზეუმს ეწვია. ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. იქნებ ამიტომაც საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სიყვარული იმათაც კი უღვივდებათ, ვინც მანამდე შორს იყო ამ მეცნიერებებისგან. 

„ექსპერიმენტორიუმი“ — საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მუზეუმია, მგავსი მუზეუმები ფუნქციონირებს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, მაგრამ საქართველოში ეს უპრეცედენტო პროექტია, რადგან კავკასიაში ჩვენ პირველები ვართ და ძალიან ვამაყობთ ამით“, — გვითხრა მუზეუმის პრესსამსახურის თანამშრომელმა თათია გაგუამ. 

© Sputnik / Denis Aslanovექსპერიმენტორიუმის ექსპონატი
ექსპერიმენტორიუმის ექსპონატი - Sputnik საქართველო
ექსპერიმენტორიუმის ექსპონატი

მუზეუმში წარმოდგენილ 80-მდე ექსპონატს აქ ინტერაქტიულს უწოდებენ, რადგან არა მარტო შეხება შეიძლება მათი, არამედ გამოცდაც. 

„ბავშვებს შეუძლიათ შეეხონ ნებისმიერ ექსპონატს და გაიგონ ფიზიკის რომელ ანონზე დაყრდნობით მუშაობს იგი. 

ე.ი. ეს არის არა რომელიმე კლასიკური მუზეუმი, სადაც შორიდან უნდა უყურო ექსპონატებს“, — აღნიშნა გაგუამ. 

© Sputnik / Denis Aslanovბავშვებს შეუძლიათ შეეხონ ექსპონატებს
ბავშვებს შეუძლიათ შეეხონ ექსპონატებს - Sputnik საქართველო
ბავშვებს შეუძლიათ შეეხონ ექსპონატებს

აქვეა ქიმიური ცდების ჩასატარებელი დარბაზი, სადაც შეგიძლიათ აზოტის შოუს დაესწროთ. 

ჯერ ერთი თვეც არ არის გასული მუზეუმის გახსნიდან და ეს ადგილი უკვე ძალიან პოპულარული გახდა არა მარტო ბავშვებისა და მათი მშობლებისათვის, არამედ სკოლის მოსწავლეებისა და მათი პედაგოგებისთვისაც. აქ ხომ არავინ არ გზღუდავს, ბავშვებს უფლება აქვთ ხმამაღლა გამოხატონ ემოციები, იცინონ და იყვირონ და არავინ ეტყვით „გაჩუმდით“, ან „ხელი არ ახლოთ“, აქ ისინი თავს თავისუფლად უნდა გრძნობდნენ, და უნდა აინტერესებდეთ, ეს არის ჩვენი მიზანი“, — აღნიშნა გაგუამ. 

მუზეუმის ხელმძღვანელების თქმით, ექსპონატები აქ პერიოდულად განახლდება. 

© Sputnik / Denis Aslanovუსასრულობის წრე
უსასრულობის წრე - Sputnik საქართველო
უსასრულობის წრე

მუზეუმში შეიძლება არა მხოლოდ სამეცნიერო ინფორმაციის მიღება, არამედ გართობაც. 

თითქმის ყველა ექსპონატი ძალიან პოპულარულია, მათ შორის სამგანზომილებიანი ჰოლოგრამა და ჯაშუშის სარკე. მნახველებს ასევე შეუძლიათ განათებულ მინაზე დაყრილ ქვიშაზე ასოები და ფიგურები გამოსახონ და გაიგონ როგორ მუშაობს ადამიანის ხმის მზომი.

© Sputnik / Denis Aslanovქვიშა წარწერებისათვის
ქვიშა წარწერებისათვის - Sputnik საქართველო
ქვიშა წარწერებისათვის
 მუზეუმის სტუმრებს შორის ყველაზე პოპულარული ექსპონატი ჰიროსკოპია — ეს არის სპეციალური მოწყობილობა-აპარატი, რომელზეც ვარჯიშობენ კოსმონავტები კოსმოსში გაფრენის წინ. ყველაზე გაბედულებს შეუძლიათ ჰიროსკოპზე მოთავსდნენ და დაეშვნენ თავისუფალ ფრენაში. 

ექსპონატი „მოლაპარაკე თავი“ განსაკუთრებით მოსწონთ პატარებს. ბავშვებს შეუძლიათ თავი გაყონ  სპეციალურ მოწყობილობაში, რომელიც სხეულს ფარავს და ისე ჩანს, თითქოს მარტო თავი კიდია სივრცეში. 

პოპულარულია ასევე ლურსმნებიანი და ბურთებიანი სკამები. მნახველებს შეუძლიათ მოსინჯონ რომელი მათგანი უფრო კომფორტულია და გაოცდნენ შედეგით.

© Sputnik / Denis Aslanovსამგანზომილებიანი ჰოლოგრამა
სამგანზომილებიანი ჰოლოგრამა - Sputnik საქართველო
სამგანზომილებიანი ჰოლოგრამა
 მუზეუმში ასევე გაიგებთ რამდენი მიკროამპერი გადის თქვენს ორგანიზმში და ითამაშებთ საპნის ბუშტებთან. 

„ექსპერიმენტორიუმი“ ნამდვილი საოცრებათა ველია, ეს ის ადგილია, სადაც ქიმიისა და ფიზიკის ყველაზე რთული კანონებიც კი მარტივდება. ეს ის ადგილია სადაც ბავშვები სიამოვნებით სწავლობენ და სწორედ ამიტომ გახდა იგი ასე მოკლე ხანში ასე პოპულარული. 

მუზეუმი „ექსპერიმენტორიუმი“ მუშაობს და ელოდება მნახველებს ყოველ დღე დილის 10:00 საათიდან 20:00 საათამდე. 

 

ყველა ახალი ამბავი
0