საქართველოს პრეზიდენტმა დაღუპული სამხედროს ოჯახს მიუსამძიმრა

© FB/Георгий Маргвелашвилиსაქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კახეთში სამხედრო მანქანა გადაბრუნდა, რომელსაც საქართველოს შეიარაღებული ძალების 37 სამხედრო მოსამსახურე გადაყავდა.

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თანაგრძნობა გამოუცხადა იმ სამხედროს ახლობლებსა და ნათესავებს, რომელიც კახეთში მომხდარი ავარიის შედეგად დაიღუპა. 

სამხედრო მანქანა, რომელსაც  საქართველოს შეიარაღებული ძალების 37 სამხედრო მოსამსახურე გადაყავდა კახეთში, სოფელ ბოდბესთან  დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის მაგისტრალზე გადაბრუნდა. ავარიის შედეგად ერთი ჯარისკაცი დაიღუპა დანარჩენები დაშავდნენ. 

„მწუხარებას გამოვთქვამ  სოფელ ბოდბეს მიმდებარე ტერიტორიაზე სამხედრო ავტომობილის ავტოკატასტროფის გამო. ამ უმძიმეს წუთებში, ვიზიარებ გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახის წევრებისა და ახლობლების  მწუხარებას და თანადგომას ვუცხადებ მათ. დაშავებულ სამხედროებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, — ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

შემოსული ინფორმაციით, დაშავებულთა ნაწილი დედოფლისწყაროს საავადმყოფოშია მოთავსებული, ხოლო ნაწილი წნორის სამედიცინო დაწესებულებაში. ხუთი დაშავებული მედიის ინფორმაციით თბილისის კლინიკებში გადაიყვანეს. 

შემთხვევის ადგილზე უკვე ჩავიდა თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და ეცნობა სიტუაციას. ავარიის მიზეზები ჯერ უცნობია. საქმეს სამხედრო პოლიცია იძიებ. სისხლის სამართლის საქმე „საგზაო მოძრაობის და ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების  დარღვევის“ მუხლითაა აღძრული, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. 

 

ყველა ახალი ამბავი
0