რა უნდა ქალაქში ნიანგს, ანუ თბილისელი „გენა“

© Shota Zandukeliშოთა ზანდუკელი: ჩემი ნიანგი ახლა თითქმის ორი წლისაა და სიგრძით უკვე 60 სანტიმეტრია.
შოთა ზანდუკელი: ჩემი ნიანგი ახლა თითქმის ორი წლისაა და სიგრძით უკვე 60 სანტიმეტრია. - Sputnik საქართველო
გამოწერა
პატარა იყო, შინ რომ ზოოპარკი მოაწყო და უბნის ბავშვები დაასაქმა. ხელფასსაც უხდიდა — 20 თეთრს, რომლითაც მაშინ ოთხი ცალი საღეჭი რეზინის ყიდვა შეიძლებოდა.

ნინი რაზმაძე

შოთა ზანდუკელი 30 წლისაა, განათლებით ეკონომისტია, პროფესიით — ჰერპეტოლოგი. ამაჟამად ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ქვეწარმავლების დამჭერი სპეციალისტია. რატომ დაინტერესდა გველებით, როგორ მოაწყო ბავშობაში სახლში ზოოპარკი და როგორ უვლის სახლის პირობებში ნიანგს, ამას თავად გვიამბობს.

© Shota Zandukeliშოთა ზანდუკელი: ამჟამად სახლში მყავს ორი ძაღლი, თუთიყუში, ორი კურდღელი, ორი მექსიკური სამეფო ბოა, რომელიც სამნახევარ მეტრამდე იზრდება, გიურზაც მყავს და... ნიანგი.
შოთა ზანდუკელი: ამჟამად სახლში მყავს ორი ძაღლი, თუთიყუში, ორი კურდღელი, ორი მექსიკური სამეფო ბოა, რომელიც სამნახევარ მეტრამდე იზრდება, გიურზაც მყავს და... ნიანგი. - Sputnik საქართველო
შოთა ზანდუკელი: ამჟამად სახლში მყავს ორი ძაღლი, თუთიყუში, ორი კურდღელი, ორი მექსიკური სამეფო ბოა, რომელიც სამნახევარ მეტრამდე იზრდება, გიურზაც მყავს და... ნიანგი.

— როდიდან დაინტერესდი ცხოველებით?

— ექვსი წლიდან მინდოდა, რომ ყველანაირი ცხოველი მყოლოდა. 7-8 წლიდან, თუ სადმე რამე ცხოველის ყიდვის საშუალება იყო, ყველაფერს ვყიდულობდი. ბავშვობაშივე მოვაწყვე ზოოპარკი, რომელსაც „140“ დავარქვი. უბნის ბავშები მყავდა დასაქმებული, ყველას თავისი თანამდებობა ჰქონდა. მე ვიყავი პრეზიდენტი, მყავდა ვიცე-პრეზიდენტი, პარლამენტის თავჯდომარე — ვისთან ერთადაც თათბირებს ვატარებდი. გვქონდა ხელფასებიც. 20 თეთრი იყო უმაღლესი ხელფასი. მაშინ ამ ფულით ოთხი კევი მოგვდიოდა. იქიდან მოყოლებული სულ მაქვს ცხოველებთან ურთიერთობა.

— რა ცხოველები გყავდა ზოოპარკში?

— გველები, ხვლიკები, მორიელები, დიდი ობობების სახეობები, ფალანგები,  კურდღლები, ზაზუნები, ზღვის გოჭები, ზღარბები, თუთიყუშები, იადონები, მტრედები, შევარდენი, იხვები, ძაღლები, კატა, თევზები, კიბორჩხალები და ასე შემდეგ.

შოთა ზანდუკელი: ოჯახის წევრებისთვის სახლში გველი უცხო აღარ არის...
შოთა ზანდუკელი: ოჯახის წევრებისთვის სახლში გველი უცხო აღარ არის... - Sputnik საქართველო
შოთა ზანდუკელი: ოჯახის წევრებისთვის სახლში გველი უცხო აღარ არის...

 

— პირველი გველი როდის დაიჭირე?

— ცხრა წლის რომ ვიყავი, მაშინ დავიჭირე პირველი გველი და მთლიანად გადავერთე კიდეც ეგზოტიკურ ცხოველებზე, განსაკუთრებით, ქვეწარმავლებზე. ლისის ტბაზე ხშირად დავყავდი მშობლებს, ვთევზაობდით, კიბორჩხალებს ვიჭერდით. ერთხელაც გველი გადამეყარა. ენციკლოპედიიდან და სხვადასხვა წიგნებიდან მათ შესახებ რაღაცები ვიცოდი და დავიჭირე. მაშინ მივხვდი რომ გველი ჩემი თემა იყო.

— და შხამიანი გველებით რატომ დაინტერესდი?

— 13 წლისა რომ ვიყავი, მაშინ დავიჭირე ცხვირრქოსანი გველგესლა, რომელსაც საქართველოში  მობინადრე გველებიდან, გიურზას შემდეგ, ყველაზე ძლიერი შხამი აქვს.

16 წლისამ გიურზაც „მოვინადირე“ ცოცხლად. მერე მეტად შევისწავლე და ამ ცხოველში, სახიფათოსთან ერთად, რაღაც საინტერესოც დავინახე. იმის მერე სულ ვეძებდი შხამიან გველებს. მივხვდი, რატომაც მხიბლავდა მათთან ურთიერთობა ყველაზე მეტად — რისკთან არის დაკავშირებული და იმიტომ. შხამიანი გველის ძებნისა და დაჭერის პროცესს თავისი ადრენალინი აქვს.

— ახლა რა ცხოველები გყავს სახლში?

— ორი ძაღლი, ერთი ქართული ნაგაზი და მეორე — ლაბრადორი, თუთიყუში, ორი კურდღელი, ორი მექსიკური სამეფო ბოა — ანუ მახრჩობელა გველი, რომელიც სამნახევარ მეტრამდე იზრდება, გიურზაც მყავს და… ნიანგი.

შოთა ზანდუკელი: არსებობს ქართული შხამიანი გველების ცხრა სახეობა და მინდა ქართული კოლექცია გავაკეთო.
შოთა ზანდუკელი: არსებობს ქართული შხამიანი გველების ცხრა სახეობა და მინდა ქართული კოლექცია გავაკეთო. - Sputnik საქართველო
შოთა ზანდუკელი: არსებობს ქართული შხამიანი გველების ცხრა სახეობა და მინდა ქართული კოლექცია გავაკეთო.

— ნიანგი საიდან მოიყვანე?

— წელიწადნახევრის წინ ზღვაზე ვისვენებდი და გავიგე, რომ სარფში ერთი არაბი ნიანგს ჰყიდდა. მოვძებნე, მივაგენი და ვიყიდე. სიამის ნიანგია, ძალიან იშვიათი სახეობა. ჩემი დედალია და დაახლოებით ორნახევარ მეტრამდე იზრდება. ახლა თითქმის ორი წლისაა და სიგრძით უკვე 60 სანტიმეტრია. ძალიან ლამაზი და სახიფათოა.

— რით იკვებება?

— ყველანაირი ხორცით და ასევე თევზითაც. საკვებს მე ვურჩევ, თორემ ისე შეუძლია, ყველაფერი ჭამოს, მათ შორის მწერებიც.

— მაინც რატომ გადაწყვიტე ნიანგის ყიდვა?

— იმიტომ რომ ნიანგიც ხიფათთან ასოცირდება, რეალურად ძალიან საშიში ცხოველია. ახლა ხომ პატარაა, მაგრამ უკვე საკამოდ დიდი ზიანის მოყენება შეუძლია და ორნახევარი მეტრი რომ გახდება, წარმოიდგინე, რა იქნება?!
თან ინტერესიც მქონდა. 13 ივნისს ზოოპარკიდან თავდაღწეული ნიანგი რომ დავიჭირეთ, დაბრუნების მომენტში მე გავუშვი ტერარიუმში — გავრისკე, მაგრამ საკუთარ თავში, შესაძლებლობაშიც დავრწმუნდი. ამ ფაქტმაც იმოქმედა ჩემზე და მივხვდი, რომ ნიანგიც მინდოდა მყოლოდა.

— რთული არ არის სახლში გველები, ნიანგი?

— ნებისმიერი ცხოველის ყოლა რთულია, თუ არც მოვლის სურვილი გაქვს და არც იცი, როგორ უნდა მოუარო. შეიძლება ლეკვის შენახვაც კი გაგიჭირდეს და რთულად მოგეჩვენოს, თუ არ გსიმოვნებს და არ გინდა მისი მოვლა. დისკომფორტს მხოლოდ ის მიქმნის, რომ მშობლებთან ერთად ვცხოვრობ და დედაჩემი ცოტა უხერხულად გრძნობს თავს.

© Shota Zandukeliშოთა ზანდუკელი 30 წლისაა, განათლებით ეკონომისტია, პროფესიით — ჰერპეტოლოგი.
შოთა ზანდუკელი 30 წლისაა, განათლებით ეკონომისტია, პროფესიით — ჰერპეტოლოგი. - Sputnik საქართველო
შოთა ზანდუკელი 30 წლისაა, განათლებით ეკონომისტია, პროფესიით — ჰერპეტოლოგი.

— ნიანგი აგრესული არაა?

— კი, ორჯერ გავხდი მისი „მსხვერპლი“. დროდადრო თავს ცდის ხოლმე და ხვდება, რა შეუძლია. ერთ დღეს საკვებს ვაძლევდი და იმხელაზე ამოხტა, რომ თითზე მიკბინა. მეორედ კი ნაცნობმა მთხოვა, ხელში დამაჭერინეო, იმას კი დავაჭერინე უსაფრთხოების წესების დაცვით, მაგრამ უკან რომ ვართმევდი, თავად დავუშვი შეცდომა — ჩემი ხელი მისი მხედველობის არეში მოხვდა და მიკბინა.

— გველს არ უკბენია?

— კი ბავშობაში გველგესლამ მიკბინა ორჯერ. ოღონდ ზომით პატარა იყო და შხამი სახიფათოდ ძლიერი არ ჰქონდა.

შოთა ზანდუკელი: ცხრა წლის რომ ვიყავი, მაშინ დავიჭირე პირველი გველი და მთლიანად გადავერთე კიდეც ეგზოტიკურ ცხოველებზე, განსაკუთრებით, ქვეწარმავლებზე.
შოთა ზანდუკელი: ცხრა წლის რომ ვიყავი, მაშინ დავიჭირე პირველი გველი და მთლიანად გადავერთე კიდეც ეგზოტიკურ ცხოველებზე, განსაკუთრებით, ქვეწარმავლებზე.  - Sputnik საქართველო
შოთა ზანდუკელი: ცხრა წლის რომ ვიყავი, მაშინ დავიჭირე პირველი გველი და მთლიანად გადავერთე კიდეც ეგზოტიკურ ცხოველებზე, განსაკუთრებით, ქვეწარმავლებზე.

— ოჯახის წევრები რას გეუბნებიან?

— მიჩვეულები არიან. სახლში გველი მათთვის უცხო აღარ არის. შეეგუენ, რომ ეს ჰობის გარდა ჩემი საქმიანობაცაა.

— ახლობლებს და მეგობრებს არ ეშინიათ შენთან სტუმრობა?

— ვისაც ვიცნობ, ყველას დადებითი ემოცია აქვს. მეუბნებიან, მაგარი ხარო. სახლში ნიანგი და ქვეწარმავლები უცხოა მათთვის და ვინც მოდის, ყველა ინტერესდება, ათვალიერებს, სურათებს უღებს, ზოგს შეხების ეშინია, ზოგს პირიქით — ახლოს მისვლა უნდა.

ყველა ახალი ამბავი
0