რა სარგებლობა მოაქვს მაჟორიტარ დეპუტატს?

"სამართლიანი არჩევნები"
სამართლიანი არჩევნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაჟორიტარი დეპუტატების უმეტესობის საქმიანობას რაიმე განსაკუთრებული სარგებელი არ მოაქვს, განაცხადა "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ.
რა სარგებლობა მოაქვს მაჟორიტარ დეპუტატს?

„ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმების აუცილებლობაზე და დავინტერესდით, თუ რამდენად ახორციელებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს ამ სისტემით არჩეული დეპუტატები. მოვამზადეთ ანგარიში, რომელიც მე-8 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების საქმიანობის შედეგებს მოიცავს“.

„სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშის თანახმად, მე-8 მოწვევის პარლამენტში მაჟორიტარმა დეპუტატებმა არასაპატიო მიზეზით 378 სხდომა გააცდინეს, ხელფასი კი მხოლოდ 5 მათგანს   დაექვითა. ოთხი წლის განმავლობაში პლენარულ სხდომაზე სიტყვით არ გამოსულა მაჟორიტარების თითქმის 10%. საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით კი 73 მაჟორიტარი დეპუტატიდან მხოლოდ 36-მა ისარგებლა. ყველაზე მეტი კანონპროექტი ჯერ კიდევ მოქმედ პარლამენტში დავით ონოფრიშვილმა, ვახტანგ ხმალაძემ და თამარ კორძაიამ წარადგინეს.

ყველა ახალი ამბავი
0