აჭარის უმაღლეს საბჭოში სამი ოპოზიციური გაერთიანება მოხვდა

© Sputnik / Denis Aslanovბათუმის ცენტრი
ბათუმის ცენტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, აჭარის საკანონმდებლო ორგანოში ხელისუფლების რვა წარმომადგენელი და შვიდი ოპოზიციონერი გავიდა. წინ არის არჩევნების მეორე ტური ექვს ერთმანდატიან ოლქში.

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ პროპორციული არჩევნების შემაჯამებელი ოქმი წარმოადგინა, რომლის თანახმად, აჭარის უმაღლესი საბჭო ოთხი პარტიით იქნება წარმოდგენილი.

არჩევნები 8 ოქტომბერს შერეული — პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით ჩატარდა.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში - Sputnik საქართველო
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება

აჭარის უმაღლეს საბჭოში ადგილები ამგვარად გადანაწილდა: რვა ადგილი — მმართველ პარტიას „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ ერგო, ხუთი — „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, თითო-თითო ბლოკებს — „ნინო ბურჯანაძე — დემოკრატიული მოძრაობა“ და „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი — საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“.

რაც შეეხება მაჟორიტარულ სისტემას, არჩევნების მეორე ტური აჭარის უმაღლეს საბჭოში ექვს ერთმანდატიან ოლქში, სადაც ვერც ერთმა კანდიდატმა ხმათა 50%-ზე მეტი ვერ მიიღო, 30 ოქტომბერს ჩატარდება.

აჭარის უმაღლესი საბჭო 21 დეპუტატისგან შედგება.

შემაჯამებელი ოქმის თანახმად, აჭარაში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 163 419-მა ამომრჩეველმა, აღნიშნულია აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე განთავსებულ ცნობაში.

ყველა ახალი ამბავი
0