ძაბირაძე: კონსტიტუცია ავტორიტარულ სისტემაზეა მორგებული

© თ. ჩოჩუავახტანგ ძაბირაძე
ვახტანგ ძაბირაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოქმედი კონსტიტუცია ხელისუფლებას, სურვილის არსებობის შემთხვევაში, ავტოკრატიული რეჟიმის აღდგენის შესაძლებლობას აძლევს, განაცხადა კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ძაბირაძემ.
ძაბირაძე: კონსტიტუცია ავტორიტარულ სისტემაზეა მორგებული

„კონსტიტუცია, რომელიც დღეს მოქმედებს, „ნაციონალური მოძრაობის" მიერ 2010 წელს იყო მიღებული. შესაბამისად, თუ ხელისუფლება მოინდომებს გასვლას დემოკრატიული ველიდან, კონსტიტუციაში რაიმე სახის შემზღუდავი მექანიზმი არ არის გათვალისწინებული“, — განაცხადა ძაბირაძემ.

„ქართული ოცნება“ კონსტიტუციის გადახედვას აპირებს. მთავრობის მეთაურმა ოპოზიციონერების კრიტიკის შემდეგ, რაც მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის შესაძლო მიღებას ეხება, განაცხადა, რომ აუცილებელია სპეციალური ჯგუფის ჩამოყალიბება, რომელიც ქვეყნის მთავარი კანონის შეცვლაზე იმუშავებს. მისი განცხადებით, ეს იმისთვისაა საჭირო, რომ ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ხელისუფლების უზურპაცია ვერ შეძლოს.

ყველა ახალი ამბავი
0