CinéDOC–Tbilisi-ზე ხუთი პოლონური დოკუმენტური ფილმი იქნება წარმოდგენილი

© FB / CinéDOC-Tbilisi‎დოკუმენტური კინოს ფესტივალი CineDOC-Tbilisi
დოკუმენტური კინოს ფესტივალი CineDOC-Tbilisi - Sputnik საქართველო
გამოწერა
CinéDOC–Tbilisi თბილისში წელს უკვე მეოთხედ იმართება. პოლონურ პროგრამას ფესტივალზე ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტის წამყვანი ბრენდი Culture Pl-ი წარმოადგენს.

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალ CinéDOC–Tbilisi-ს ფარგლებში, 22-დან 25 ოქტომბრის ჩათვლით წარმოდგენილი იქნება ხუთი პოლონური დოკუმენტური ფილმი, იუწყებიან ორგანიზატორები.

CinéDOC–Tbilisi – პირველი საერთაშორისო დოკუმენტური კინოს ფესტივალია კავკასიაში, რომელიც თბილისში წელს უკვე მეოთხედ (21-25 ოქტომბერს) იმართება. ფესტივალის კინოჩვენებას მასპინძლობენ კინოთეატრები „ამირანი“ და „რუსთაველი“, Frontline Club და გოეთეს ინსტიტუტი.

პოლონურ პროგრამას ფესტივალზე ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტის წამყვანი ბრენდი Culture Pl-ი წარმოადგენს.

CineDOC-Tbilisi - Sputnik საქართველო
CineDOC-Tbilisi-ის ფესტივალს მსოფლიო დოკუმენტალისტები დაესწრებიან

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ფილმები:

Aleksandra Maciuszek-ის CASA BLANCA (2015) (23 ოქტომბერი, „ამირანი“, 14:00 სთ, დარბაზი N3);

Åse Svenheim Drivenes-ის I AM KUBA (2015) (22 ოქტომბერი, „ამირანი“ 14:30 სთ, დარბაზი N3);

Agnieszka Zwiefka-ის THE QUEEN OF SILENCE (2014) (25 ოქტომბერი, „რუსთაველი“, დარბაზი N3);

Monika Pawluczuk-ის END OF THE WORLD (24 ოქტომბერი, „რუსთაველი“, 20:00 სთ, დარბაზი N3; 25 ოქტომბერი, „ამირანი“ 16:00 სთ, დარბაზი N3);

Wojciech Staroń-ის BROTHERS (2015) (22 ოქტომბერი, „რუსთაველი“ 20:00სთ, დარბაზი N4; 24 ოქტომბერი, „ამირანი“, 20:00 სთ, დარბაზი N3).

ფილმების ჩვენებები კინოთეატრ „ამირანსა“ და „რუსთაველში“ გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0