ზამთრის სეზონთან დაკავშირებით ეროვნული სატყეო საააგენტო მოსახლეობას მიმართავს

© photo: Sputnik / Konstantin Chalabovხეების მოჭრა
ხეების მოჭრა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ეროვნული სატყეო სააგენტო გაზაფხულის დადგომისთანავე ახორციელებს მოსაჭრელი ხეების მონიშვნას.

თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული სატყეო სააგენტო ზამთრის სეზონის მოახლოების პარალელურად მოსახლეობას ხეების მოჭრასთან დაკავშირებით კანონის დაცვისკენ მოუწოდებს, ხოლო ნებისმიერი სახის ინფორმაციის ან საჭირო დახმარების მისაღებად დაუკავშირდნენ რეგიონულ სატყეო სამსახურებს.

იმისთვის, რომ დაწვრილებით ინფორმაცია მიიღონ, საქართველოს მოსახლეობას შეუძლია რეგიონებში სატყეო სამსახურებს მიმართონ. მოსახლეობის შეშით დროული უზრუნველყოფის მიზნით, ეროვნული სატყეო სააგენტო ყოვეწლიურად, გაზაფხულის დადგომისთანავე ახორციელებს ტყეკაფების გამოყოფას (მოსაჭრელი ხეების მონიშვნა).

გარდა ამისა, სააგენტოს წარმომადგენლები ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო გზების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოებს საქართველოს ყველა რეგიონში ახორციელებენ. 

2016 წელს სააგენტოს რეგიონალური სამსახურების თანამშრომლებმა აქტიურად მოახდინეს  მოსახლეობის ინფორმირებულობა ხელმისაწვდომი რესურსის მოცულობის, მდებარეობისა და მოპოვების პროცედურებთან დაკავშირებით. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სოციალური ჭრის ფარგლებში, ყოველწლიურად, დაბალ ზონაში მცხოვრებ კომლს არაუმეტეს 7 კბმ და მაღალმთიან ზონაში მცხოვრებ კომლს არაუმეტეს 15 კბმ საშეშე მერქნის მოპოვება შეუძლია, ამასთან, სოციალური ჭრის ფარგლებში მოპოვებული მერქნული რესურსის გასხვისება-რეალიზაცია აკრძალულია.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0