ვაკარჩუკს ქართული სამზარეულო მოენატრა

© Sputnik / Alexander Imedashviliსვიატოსლავ ვაკარჩუკი
სვიატოსლავ ვაკარჩუკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
"Океан Эльзы“-ს კონცერტი თბილისში 22 ოქტომბერს გაიმართება. ჯგუფის სოლისტი ოჯახთან ერთად კონცერტამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოვიდა, რათა ისიამოვნოს ქართული სამზარეულოთი და მეგობრებთან შეხვედრებით.

თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. ცნობილი უკრაინული როკ-ჯგუფის "Океан Эльзы“ სოლისტო თბილისში ჩამოვიდა, სადაც 2016-2017 წლის მსოფლიო ტურნეს ფარგლებში, 22 ოქტომბერს კონცერტს გამართავს. 

„მინდა რომ ყველაფერი კარგად წარიმართოს. ჩვენ გვიყვარს საქართველო და კარგ ემოციებს ველოდებით! კიდევ ცოტას ვჭამდით, რომ აქ კარგად მივირთვათ. საქართველოში ბევრჯერ ვყოფილვართ, მაგრამ კონცერტს მხოლოდ მეორედ ვმართავთ“, — თქვა ვაკარჩუკმა თბილისის აეროპორტში. 

© © SPUTNIK / ALEXANDER IMEDASHVILI სვიატოსლავ ვაკარჩუკი თბილისის აეროპორტში სამახსოვრო ფოტოებს იღებს
სვიატოსლავ ვაკარჩუკი თბილისის აეროპორტში სამახსოვრო ფოტოებს იღებს - Sputnik საქართველო
სვიატოსლავ ვაკარჩუკი თბილისის აეროპორტში სამახსოვრო ფოტოებს იღებს

ვაკარჩუკი თბილისში კონცერტამდე ორი დღით ადრე, ჯგუფის წევრების გარეშე, თავის ოჯახთან ერთად ჩამოვიდა, იმისთვის, რომ შეხვდეს მეგობრებს, დააგემოვნოს ქართული სამზარეულო და დაათვალიეროს ღირსშესანიშნაობები. 

"Океан Эльзы“-ს კონცერტი დედაქალაქის სპორტის სასახლეში გაიმართება. კონცერტის პროგრამაშია როგორც ძველი სიმღერები, ისე ახალი ჰიტები კოლექტივის მეცხრე სტუდიური ალბომისა სახელწოდებით "Без меж".

ალბომში, რომელიც მიმდინარე წლის მაისში გამოვიდა, შევიდა 11 სიმღერა, რომელთა ავტორი თავად სვიატოსლავ ვაკარჩუკია. 

ჯგუფი "Океан Эльзы“ 1994 წელს ლვოვში შეიქმნა. სვიატოსლავ ვაკარჩუკი ჯგუფის ლიდერი და ვოკალისტია. 

მსმენელებმა და კრიტიკოსებმა ჯგუფი არა ერთხელ აღიარეს აღმოსავლეთ ევროპისა და დსთ-ს საუკეთესო როკ-ჯგუფად. 

 

ყველა ახალი ამბავი
0