ავტომანქანის დატვირთვისას მამაკაცი დაიღუპა

© photo: Sputnik / Alexander imedashvili112
112 - Sputnik საქართველო
გამოწერა
მტვირთავი ადგილზე დაიღუპა, მას შემდეგ რაც მანქანის დატვირთვისას რკინის მილი მოხვდა თავში.

თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. შუა ხნის მამაკაცი დაიღუპა თბილისში, მეტრო სარაჯიშვილთან სამშენებლო მასალების დატვირთვისას, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი გრუზია“ შსს-ს პრესსამსახურზე დაყრდნობით. 

დაუზუსტებელი ინფორმაციით, მამაკაცი მანქანაში რკინის მილებს ტვირთავდა, წაბორძიკდა და მილი თავში დაეცა. მტვირთავი ადგილზე დაიღუპა. 

მიმდინარეობს გამოძიება. საქმე აღძრულია უსაფრთხოების ზომების დარღვევის მუხლით, რაც თავისუფლების შეზღუდვით ისჯება 5 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით 2-დან 5 წლამდე. 

 

ყველა ახალი ამბავი
0