საქართველომ ავღანეთში მშვიდობისმყოფელთა როტაცია დაასრულა

© AP Photo / Shakh Aivazovქართველო სამხედროები
ქართველო სამხედროები - Sputnik საქართველო
გამოწერა
„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბს ქაბულში 51-ე ბატალიონის გაძლიერებული ასეული დაიცავს.

თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს შეიარაღებული ძალების მეოთხე მექანიზებული ბრიგადის 51-ე ბატალიონის გაძლიერებული ასეული „მტკიცე მხარდაჭერის“ (Resolute Support) სამშვიდობო მისიის ფარგლებში, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში თავისი მოვალეობის შესრულებას შეუდგა, აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

საქართველომ სამხედროთა როტაცია ავღანეთში სექტემბერში დაიწყო.

„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ბაზაზე 42-ე ბატალიონის გაძლიერებული ასეული ჩაანაცვლა 51-ე ბატალიონის გაძლიერებულმა ასეულმა. ქვედანაყოფმა მისია წარმატებით შეასრულა. ანალოგიურს ვუსურვებ 51-ე ბატალიონის პირად შემადგენლობასაც“, — განაცხადა ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა ალექსანდრე კიკნაძემ.  

ბოევიკების შეტევა ალეპოს ერთ-ერთ კვარტალზე - Sputnik საქართველო
სირიაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების მიმოხილვა — უკანასკნელი ცნობები

ბრიტანელმა გენერალ-ლეიტენანტმა სენდი სტორიმ ქართველ სამხედროებს დასახული ამოცანების მაღალ დონეზე შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა. 

51-ე ბატალიონის გაძლიერებული ასეული ავღანეთში 6 თვეს დაჰყოფს. მისი ამოცანა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბის დაცვა იქნება.

ამით ქართველი სამშვიდობოების როტაცია ავღანეთში დასრულდა.

„მტკიცე მხარდაჭერა“ (Resolute Support) ნატოს არასაომარი მისიაა, რომელიც ავღანეთის სამთავრობო ძალების სწავლებასა და დახმარებას ითვალისწინებს. მისია აშშ–ისა და მისი მოკავშირეების საომარი სტადიის დასრულების შემდეგ, 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. 


ყველა ახალი ამბავი
0