როგორ დავეწიოთ და გავუსწროთ ევროპას?

გამოწერა
საქართველოს 3,3%-იანი ეკონომიკური ზრდით ევროკავშირის ქვეყნების დასაწევად 80-90 წელი დასჭირდება, მიაჩნია ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ჯანიაშვილს.
როგორ დავეწიოთ და გავუსწროთ ევროპას?

„თუ აშშ-სთვის 2 %-იანი ეკონომიკური  ზრდა ძალიან კარგ მაჩვენებლად მიიჩნევა, რადგან მათი ეკონომიკა იმდენად დიდი და განვითარებულია, რომ იქ  5 %-იანი ზრდის მიღწევა წარმოუდგენელია,   ჩვენთვის  ეს ძალიან ცუდი მაჩვენებელია, ჩვენ მინიმუმ 7 %-იანი ზრდა გვჭირდება“, — განაცხადა მერაბ ჯანიაშვილმა.

 

საქართველო 2015-2016 წლების საშუალო ეკონომიკური ზრდის ტემპით სავალუტო ფონდის წევრ 190 ქვეყანას შორის 105-ე ადგილს იკავებს, ხოლო მსოფლიოს 151 განვითარებად ქვეყანას შორის 94-ე ადგილზეა. ამ მხრივ საქართველოს საუკეთესო პოზიცია 2007 წელს ჰქონდა – მსოფლიოში მე-9 ადგილი.


ყველა ახალი ამბავი
0