ქართველი ძიუდოისტი ყაზახეთის ტრადიციული ტურნირის გამარჯვებულია

© photo: Sputnik / Maksim Bogodvidლევან მატიაშვილი
ლევან მატიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს კიდევ ერთმა წარმომადგენელმა გურამ თუშიშვილმა კი მესამე ადგილი დაიკავა. ლევან მატიაშვილს ავტომობილი „ლადა გრანტა“, ხოლო გურამ თუშიშვილს - ათასი ევრო გადაეცა.

თბილისი, 20 ოქტომბერი— Sputnik. საქართველოს ძიუდოს ნაკრების წევრი ლევან მატიაშვილი  ყაზახური კურესის (შუა აზიური ჭიდაობა) ტრადიციული საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა, ტურნირი ყაზახეთში გაიმართა, იუწყება sports.kz. საფინალო ორთაბრძოლაში მათიაშვილმა ყაზახების საყვარელი სპორტსმენი — აიბეკ ნუგიმაროვი დაამარცხა. ქართველ ძიუდოისტს ჯილდოდ ავტომობილი „ლადა გრანტა“ გადაეცა.

ტურნირზე მესამე ადგილი ქართველ გურამ თუშიშვილს ხვდა წილად, რომელსაც 300 ათასი ტენგე (დაახლოებით 1000 ევრო) გადაეცა.

„ძალიან კარგი შეხვედრა იყო. ტურნირი ბრწყინვალედ ორგანიზებულია. ეს სპორტის ნამდვილი ზეიმია, რომელშიც საინტერესო სპორტსმენები მონაწილეობდნენ”, — განაცხადა შეჯიბრების დასრულების შემდეგ მატიაშვილმა.

ყაზახური კურესი — ეროვნული ბრძოლაა, რომელიც ყაზახეთში უძველეს სპორტის სახეობად ითვლება. 


ყველა ახალი ამბავი
0