ინციდენტი თბილისის მეტროში: მატარებელმა მამაკაცი გაიტანა

გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა წონასწორობა დაკარგა.

თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. მეტროსადგურ „ნაძალადევში“ შუა ხნის მამაკაცმა წონასწორობა დაკარგა და ის მატარებელმა გაიტანა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ საქართველოს შსს-ს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

ინციდენტი მატარებლის სადგურიდან გასვლის დროს მოხდა. მომხდარის დეტალები ზუსტდება.

მატარებლების მოძრაობა დროებით შეჩერდა. ახლა მეტროპოლიტენი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის  „თვითმკვლელობამდე მიყვანის“ მუხლითაა აღძრული.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0