ნანატრი კინოპრემიერა: „ალი და ნინო“ საქართველოს ეკრანებზე გამოდის

© FB / Ali and Nino Filmკადრი ფილმიდან "ალი და ნინო"
კადრი ფილმიდან ალი და ნინო - Sputnik საქართველო
გამოწერა
წიგნი აზერბაიჯანელი ალისა და ქართველი ნინოს სიყვარულის შესახებ დიდი ხანია მსოფლიოს ბესტსელერად იქცა. წიგნის ეკრანიზაციის ხილვა ქართველ მაყურებელს თბილისის კინოთეატრებში უკვე შეუძლია.

თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. მუსლიმი ალისა და ქრისტიანი ნინოს აკრძალული სიყვარულის რომანტიკული ისტორიის ეკრანიზაციის ხილვა თბილისელ მაყურებელს დედაქალაქის კინოთეატრებში 23 ოქტომბრიდან შეუძლია. 

ეს გახლავთ აზერბაიჯანული კლასიკის, სავარაუდოდ ყურბან საიდის რომანის ეკრანიზაცია. ფილმის რეჟისორია აზიფ კაპაიდა. მისმა ბიუჯეტმა 20 მილიონი დოლარი შეადგინა. 

© FB / ALI AND NINO FILMკადრი ფილმიდან "ალი და ნინო"
კადრი ფილმიდან ალი და ნინო - Sputnik საქართველო
კადრი ფილმიდან "ალი და ნინო"

ფილმში აღწერილია 1910-იანი წლების ბოლოს მომხდარი მოვლენები. არისტოკრატული მუსულმანური გვარის მემკვიდრე ალი და ქართველი ქრისტიანი თავადის ქალი ნინო გარესამყაროს, სადაც ომი მძვინვარებს ქვეყნებს, რელიგიებს, იდეოლოგიებს და კულტურებს შორის, თავიანთი ბედნიერების უფლების მოსაპოვებლად ებრძვიან. ფილმის მოქმედება კავკასიასა და ირანში ვითარდება პირველი მსოფლიო ომის მოვლენების ფონზე. 

© ფოტოკოლაჟიმარია ვალვერდე და ადამ ბაკრი
მარია ვალვერდე და ადამ ბაკრი - Sputnik საქართველო
მარია ვალვერდე და ადამ ბაკრი

ფილმში ალის მსახიობი ადამ ბაკრი განასახიერებს, რომელიც კინომანებისთვის ცნობილია ხანი აბუ-ასსადის ფილმიდან „ომარ“, რომელმაც 2014 წელს „ოსკარი“ მიიღო. 

ხოლო ნინოს როლს ესპანელი მსახიობი მარია ვალვერდე ასრულებს, რომელიც ასევე ცნობილია მთავარი როლით ფილმში „ცაზე მაღლა სამი მეტრით“.

© ფოტოკოლაჟიმარია ვალვერდე და ადამ ბაკრი
მარია ვალვერდე და ადამ ბაკრი - Sputnik საქართველო
მარია ვალვერდე და ადამ ბაკრი

სცენარი ფილმისათვის ბრიტანელმა მწერალმა, სცენარისტმა და კინორეჟისორმა, ოსკაროსანმა კრისტოფერ ჰემპტონმა დაწერა. 

ფილმში ასევე მონაწილეობენ ისეთი ცნობილი მსახიობები, როგორებიც არიან კონი ნილსენი, (ლუცილა ფილმში „გლადიატორი“) და ხალიტ ერგენჩი (სულტან სულეიმანი სერიალში „დიდებული საუკუნე“).

საქართველოში „ალი და ნინოს“ ისტორია ყველამ იცის და უყვარს. რომანის გმირებს ძეგლიც კი დაუდგეს ბათუმში, რომლის ავტორი ცნობილი მოქანდაკე თამარ კვესიტაძეა. ალის და ნინოს შვიდმეტრიანი სკულპტურები ყოველ საღამოს ერთმანეთისკენ იწყებენ მოძრაობას, სანამ ბოლომდე არ შეერწყმებიან ერთურთს და შემდეგ კვლავ შორდებიან. მერე კი ისევ ყველაფერი თავიდან იწყება…

 

ყველა ახალი ამბავი
0