მოდის ზეიმი, რომელიც თბილისში 19-23 ოქტომბრის პერიოდში იმართება, სავარაუდოდ, არამარტო საინტერესო, არამედ მრავალფეროვანი იქნება.
1950-1960-იანი წლების მსოფლიო მოდა თბილისის საკრებულის შენობის ფოიეში ერთი დღით გაცოცხლდა.
„ეპოქა და მოდა“ — ასე ეწოდება ამ ჩვენებას. ქალბატონ ნინო რამიშვილის გარდერობიდან 15 კაბა, რომელიც ანსამბლის მუზეუმშია დაცული, ჩვენებაზე წარმოდგენილი. ძირითადად, ესაა საღამოს კაბები, რომელშიც ქალბატონი ნინო სცენაზე მაყურებლის წინაშე გამოდიოდა და ასევე რამდენიმე ყოველდღიური კაბა“, — განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ნინო სუხიშვილმა. ანსამბლის მოცეკვავეები აღფრთოვანებასა და სიხარულს ვერ მალავდნენ პოდიუმზე ნინო რამიშვილის კაბების წარდგენისას.
სტუმრების წინაშე მოცეკვავეებმა წარმოადგინეს ნინო რამიშვილის ყველაზე ცნობილი და ლამაზი კაბები, რომელთა დიზაინერები იყვნენ არამარტო ქართველი, არამედ Chanel-ის, Yves Saint Laurent-ის, Giorgio Armani-სა და Christian Dior-ის უდიდესი ოსტატები.
„შესანიშნავი გრძნობაა. ამ კოსტიუმებში თითქოს გრძნობ ნინოს სულს, თითქოს ის გაცოცხლდა კიდეც. ეს ჩვენთვის ძალზე ემოციურია. თითქოს ნინო ჩვენს წინაშე სხვადასხვა კოსტიუმებში წარდგა. თითოეული ეს კაბა ულამაზესია და მე სიამოვნებით ვატარებდი მას დღესაც“, — განაცხადა „სუხიშვილების“ მოცეკვავემ თამარ ხურცილავამ.
იმავე ღამეს გაიმართა ასევე ნინო ჩუბინაშვილის (CHUBIKA) ჩვენება-პერფორმანსი, რომელიც შოუს ჰგავდა. ჩვენების ადგილად ძველი თბილისური სახლი იქნა გამოყენებული, რომელიც თანამედროვე განათების ეფექტებით იყო გაფორმებული.
„წელს ძალზე ბევრი დიზაინერი წარდგება პუბლიკის წინაშე. ჩვენი უმთავრესი მზანი ყოველთვის არის ტალანტის მქონე ადამიანების დახმარება, რათა მათ შეძლონ თავიანთი სიტყვის თქმა მსოფლიო მოდაში“, — განაცხადა Tbilisi Fashion Week-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თაკო ჩხაიძემ.
მოდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი დიზაინერების ჩვენებები: MACH & MACH, მარიამ გვასალია, LTFR, ანი დათუკიშვილი, ETHERE ACCESOIRE, თამთა Add to dictionary, სალომე ტყაბლაძე, თამუნა ბერაძე, ლაშა ჯოხაძე, ნინი ჭელიძე, ANASTASIA, გიორგი კვეზერელი, Kate’s Cool, გიორგი ტატანაშვილი და TAMANINI.
თბილისის მოდის კვირეულზე თავის კოლექციას წარმოადგენს უკრაინელი დიზაინერი ლარა ქუინტი (Lara Quint).
თბილისის მოდის კვირეულს დაესწრებიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცემების წარმომადგენლები: VOGUE ITALIA, BRITISH VOGUE, Vogue Russia, ELLE Russia, Barneys NEW YORK, Fabulous Muses Blog, Harper’s BAZAAR Kazakhstan, British GQ, END magazine, ACHTUNG MODE, Lufthansa Magazine, Planet Fashion, Nargis Azerbaijan, Fashion To Max, Vogue Japan,www.le21eme.com.
მოდის კვირეულზე მოწვეული რუსი ბლოგერი, დიზაინერი და სტილისტი ოქსანა ონი ქართველი კოლეგებისთვის ჩაატარებს მასტერ–კლასს თემაზე „კინემატოგრაფიისა და ხელოვნების გავლენა მოდაზე“.