თბილისის „დინამო“ საქართველოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა

© FB / "Динамо" Тбилисиთბილისის "დინამომ" "ლოკომოტივი" დაამარცხა
თბილისის დინამომ ლოკომოტივი დაამარცხა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნახევარფინალში ასევე გავიდნენ ქუთაისის „ტორპედო“, მარტვილის „მერანი“ და საჩხერეს „ჩიხურა“.

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. ფეხბურთის კლუბმა „დინამომ“ 3:1 მოუგო „ლოკომოტივს“  და საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. მატჩის გმირი „დინამოს“ 20 წლის ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი გახდა, რომელმაც სამივე ბურთი გაიტანა. პრესტიჟის გოლი „ლოკომოტივის“ შემადგენლობიდან დავით ჩაგელიშვილის ანგარიშზეა. 

დღესვე განისაზღვრა ნახევარფინალის სამი დანარჩენი მონაწილე. ქუთაისის „ტორპედომ“ გასვლითი მატჩი მოიგო ვანის „სულორთან“ მინიმალური ანგარიშით. ერთადერთი გოლის ავტორი გახდა ოთარ კვერნაძე.

დინამო არენას სტადიონის შესასვლელი - Sputnik საქართველო
თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტით უცხოელები დაინტერესდნენ

მარტვილის „მერანსა“ და ფოთის „კოლხეთს“ შორის ძირითადი დრო საკმარისი არ აღმოჩნდა გამარჯვებულთა გამოსავლენად. დამატებით 30 წუთში მარტვილელებს გამარჯვება აკაკი შულაიას გოლმა მოუტანა. 

ტურნირის ბოლო ნახევარფინალისტი „ჩიხურა“ გახდა, რომელმაც პენალების სერიაში (5:3) მოუგო „სამტრედიას“. საქართველოს თასის ნახევარფინალის მატჩები 2 ნოემბერს ჩატარდება, ხოლო ფინალი 22 ნოემბერს ზესტაფონში გაიმართება. 


ყველა ახალი ამბავი
0