ზემო ლარსი დღეს: ავტომაგისტრალი 24 საათი გახსნილი იქნება

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиსატვირთო მანქანები საქართველოს სამხედრო გზაზე
სატვირთო მანქანები საქართველოს სამხედრო გზაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეზღუდვები, რომელიც მცხეთა-ლარსის ავტომაგისტრალზე იყო დაწესებული ავტომანქანებისათვის - მოიხსნა.

თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ მოხსნა შეზღუდვა  საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე —ე.წ. საქართველოს სამხედრო გზაზე. დღეიდან ავტომაგისტრალი 24 საათის განმავლობაში გახსნილი იქნება, თუ ამას ხელს არ შეუშლის მეტეოროლოგიური პირობები. 

მიმდინარე წლის 23 ივნისს დევდორაკის მყინვარის ძირთან ღვარცოფის გამო მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის 800 მეტრიანი მონაკვეთი დაზიანდა. 

6 ივლისიდან ამ მონაკვეთზე მოძრაობა დაშვებული იყო მხოლოდ 5:30 საათიდან 20:00 საათამდე. ამასთან სპეციალური რეჟიმი მოქმედებდა ყველა სახის ავტოტრანსპორტისათვის. 

„მდინარე დევდორაკის ხეობაში ჰაერის ტემპერატურის სეზონური ცვალებადობის (კლების) შედეგად, სტიქიური მოვლენის განვითარების საშიშროების ალბათობა შემცირებულია, რის გამოც,  მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის  კმ134-კმ135  (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია 24 საათიის მანძილზე გაუჩერებლად გავლის რეჟიმში”, —იტყობინება საავტომობილო გზების დეპარტამენტი

გუშინ გუდაური კობის მონაკვეთზე შეზღუდვა დაწესდა მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი მანქანებისათვის, ასევე 30-ზე მეტ ადგილიანი ავტობუსებისათვის თოვლისა და ყინვის გამო.

ამ დროისათვის გზა ყველა სახის ავტოტრანსპორტისათვის გახსნილია. 


ყველა ახალი ამბავი
0