მაისაია: საქართველოს რეგიონში ყველაზე მცირერიცხოვანი არმია ეყოლება
„უსაფრთხოების პარამეტრებით ჩვენ მეზობელ სახელმწიფოებს სერიოზული ტემპებით ჩამოვრჩებით", — აღნიშნა მაისაიამ.
2017 წლისთვის სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა არაუმეტეს 37 000 კაცით განისაზღვრება. აღნიშნული რიცხოვნობით არაფერი იცვლება, რადგან როგორც მიმდინარე წელს, ასევე გასულ წლებში სამხედრო ძალების რაოდენობა არაუმეტეს 37 000 კაცით იყო განსაზღვრული.
შეიარაღებული ძალების რიცხოვნობას საბოლოოდ პარლამენტი დაამტკიცებს.