სოხუმში თვითმკვლელმა თავი აიფეთქა

© photo: Sputnik / Nikolay Khizhnyak / გადასვლა მედიაბანკშიმილიცია
მილიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თვითმკვლელს ხელთ ჰქონდა ბომბი დამაზიანებელი ელემენტებით.

თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. უცნობმა პირმა აფხაზეთის სახელმწიფო ტელევიზიის კომპლექსის ტერიტორიაზე თავი აიფეთქა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის ასლან კობახიას ინფორმაციაზე დაყრდნობით.

„ტელევიზიის ტერიტორიაზე ადამიანი აფეთქდა. აშკარად ჩანდა, რომ მას ჰქონდა ბომბი დამაზიანებელი ელემენტებით. დიდი ალბათობით, მარტო არ ყოფილა. მიმდინარეობს ოპერატიული მუშაობა. აფხაზეთის ყველა ძალოვანი სტრუქტურა მუშაობს“, — განაცხადა კობახიამ.

როგორც სააგენტო აზუსტებს, აფეთქება თბილისის დროით დაახლოებით 07:05 საათზე მოხდა. ბოროტმოქმედის ვინაობა ჯერ დადგენილი არ არის.

ყველა ახალი ამბავი
0