ქართველოლოგები მთელი მსოფლიოდან თბილისში გამართულ სიმპოზიუმზე შეიკრიბებიან

© FB / ТГУსიმპოზიუმი
სიმპოზიუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპეციალისტები, რომლებიც კომპლექსურად სწავლობენ საქართველოს, თბილისის სიმპოზიუმზე აქტუალურ საკითხებს განიხილავენ.

თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 17 ოქტომბერს გაიხსნება ქართველოლოგიის VII საერთაშორისო სიმპოზიუმი „საქართველო ევროპული ცივილიზაციის კონტექსტში“. 

ქართველოლოგია ანუ ქართველთმცოდნეობა — დისციპლინათშორისო რეგიონათმცოდნეობის მეცნიერებაა, რომელიც კონცენტრირებულია საქართველოს კომპლექსურად შესწავლაში. კონგრესები, სიმპოზიუმები და ქართველოლოგების კონფერენციები საქართველოში პერმანენტულად ტარდება. აღნიშნული ღონისძიებების ამოცანაა საზღვარგარეთ არსებულ ქართველოლოგთა ცენტრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და განვითარება.

სოფია დარსალია - Sputnik საქართველო
ქართველი მეცნიერის კვლევები ლიდსის უნივერსიტეტში და ქართველოლოგიური სკოლა ბრიტანეთში

სიმპოზიუმის ფარგლებში იმუშავებს აკადემიური სექცია ქართული ისტორიოგრაფიის, ენათმცოდნეობის, ლიტერატურის, ფილოსოფიისა და ხელოვნების შესახებ. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე და ასევე მეცნიერები რუსეთიდან, აშშ-დან, ისრაელიდან, ინგლისიდან, იაპონიიდან, პოლონეთიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, უკრაინიდან და თურქეთიდან.

სიმპოზიუმს რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო  ასოციაცია ატარებენ.

ქართველოლოგიის სიმპოზიუმი 22 ოქტომბერს დასრულდება.

ყველა ახალი ამბავი
0